“გაერთიანებული ოპოზიციის” წევრის, თამარ კორძაიას, ინფორმაციით, საარჩევნო კომისიების სხდომებს სუს-ი ფარულად აყურადებს. ამას ადასტურებს ფოტომასალები, სადაც ჩანს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების საუბარს სუს-ის წევრები ერთმანეთს პირადი შეტყობინებების სახით უგზავნიან.
ამასთან, ფიქსირდება შემთხვევები, როცა ოპოზიციის მხარდამჭერებს პირადობის მოწმობებს ართმევენ და ხმის მიცემის შესაძლებლობას არ აძლევენ.
“სოფელ ხაშმში, ლამარა ჯანიაშვილს პირადობის მოწმობა გამოართვა ციალა ჩიტრეკიშვილმა, ხოლო ნაზიკო კერესელიძეს – მზია ქარუმიძემ. ასევე, საგარეჯოში ხალადინ ოღლიმ პირადობის მოწმობები ჩამოართვა მაზარ სადიკოვს, ბაბარ ხადიროვს და ტარიელ ხადიროვს. ეს არის დანაშაული და მივმართავთ სამართალდამცავებს, დაუყონებლივ დაუბრუნონ ადამიანებს ხმის მიცემის შესაძლებლობა”, – ამბობს თამარ კორძაია.
გარდა ამისა, თამარ კორძაია ამბობს, რომ საყურადღებოა მარკირების პროცესიც, რადგან შესაძლებელია, რომ მარკირების არსებობის მიზეზით, ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები უკან გააბრუნონ.