ცესკო: 12:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 19.41% შეადგინა

384

12:00 საათის მონაცემებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამომრჩევლის აქტივობამ 19.41% შეადგინა. როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ხმა ამ დროისთვის, 681 583 ამომრჩეველმა მისცა.

„ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთშია 28.3 % ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აჭარაში – 17,9%,” განაცხადა ანა მიქელაძემ.