ხარაგაულის მეორე უბანზე, “ქართული ოცნების” კოორდინატორს ფურცლები დაუვარდა, სადაც ჩამოწერილია ადამიანთა სია, მიწერელია სახელ-გვარები და ტელეფონის ნომრები, ასევე, წარწერა “50+” ზოგან კი “50ლ”. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
ერთერთ ფურცელზე კი წერია: “10 კაცი ახალია მოსაძებნი, 30 კაცის პირადობა და ტელეფონი”. ფოტოებზე, რომელიც “მთავარ არხს” მიაწოდეს, ასევე, წარწერებია ბოლო კარდაკარის მონაცემებზე.