თბილისში ერთ-ერთი საარჩევნო უბნის მიმდებარედ შეკრებილმა პირებმა ჟურნალისტებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და აგინეს. მთავარი არხის გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ამ ფაქტს შეესწრო პოლიცია, რომელსაც არანაირი რეაგირება არ ჰქონია. ამის შესახებ On.ge წერს.
ჟურნალისტის შენიშვნაზე, პოლიციელს ემოქმედა, როცა მას შეურაცხყოფას აყენებდნენ, სამართალდამცავი პასუხობს — “მაცადე, ერთი წამით” — და ტელეფონში მესიჯის წერას აგრძელებს.
ამ დროს ჟურნალისტს ეუბნებიან — “შუერაცხყოფებს კი არა, დასახოცები ხართ ყველა” და ისევ აგინებენ, პოლიცია ისევ უმოქმედოდაა. ჟურნალისტი მოითხოვს, რომ სამართალდამცავს რეაგირება ჰქონდეს და ოქმი გამოწეროს, რაზეც პასუხად იღებს: “თქვენ რატომ მასწავლით რა დავუწერო” და ამ დროს აგრესიული პირი ისევ აგინებს ჟურნალისტს.