მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე: უბნებზე იმიტომ დავდივარ, რომ “ენმ”-ს პროვოკაცია დავაწყნარო

359

წინა სტატია

მარნეულის 89-ე უბანთან მორიგი ჩხუბი იყო. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები  და “პლატფორმა 2020-ის” დამკვირვებლები უბნებიდან გააძევეს.

დაემუქრნენ “პლატფორმა 2020-ის” მობილური ჯგუფის წევრს, დამკვირვებელ დავით ქიმაძესაც.

საარჩევნო უბანთან დაპირისპირების ერთერთ ორგანიზატორად საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე სახელდება.

“მოვიდა მთავარი მოძალადეც, ამირან გიორგაძე, რომელიც, ასევე იყო ჩვენზე ძალადობის მთავარი ორგანიზატორი”, – ამბობს “პლატფორმა 2020”-ის წარმომადგენელი, გიორგი მუმლაძე.

როგორც ამირან გიორგაძე ამბობს, ის მარნეულში საარჩევნო უბნებზე ვითარების დასაწყნარებლად და “ნაციონალური მოძრაობის” პროვოკაციების აღსაკვეთად დადის.

“მე დავდივარ, რომ ყველა უბანზე, სადაც კი “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ახდენენ პროვოკაციას, დავაწყნარო სიტუაცია. მხოლოდ და მხოლოდ მაგ მიზნისთვის მოვედი”, – ამირან გიორგაძე.

როგორც “პლატფორმა 2020”-ის წარმომადგენელი ამბობს, პოლიციამ რეაგირება არცერთ ფაქტზე მოახდინა.