სიები და საკრებულოს წევრის ზედამხედველობა ქუთაისში საარჩევნო უბანთან

366

ქუთაისის N 22 – ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე უცნობი პირები სიებს ავსებენ.
ამ სიებით საარჩევნო უბანში შესულ ამომრჩევლებს აკონტროლებენ და ამას საკუთარი სურვილით აკეთებენ.

,,გვაინტერესებს რამდენად აქტიური იქნება ამომრჩეველი, მე არავის პარტიიდან არ ვარ, უბრალოდ მოქალაქე ვარ”, – ამბობს ერთ-ერთი პირი, რომელმაც არც სახელის და გვარის დასახლეება ისურვა და არც ის დააკონკრეტა, ვისი დავალებით აკონტროლებს ამომრჩეველთა ნაკადს საარჩევნო უბანზე.

თუმცა, ისინი დავალებებს ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატის მარეხი ნიჟარაძისგან იღებენ.

გარე პერიმეტრისგან განსხვავებით, საარჩევნო უბნის კომისიის წევრების თქმით, შენობაში კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.