ახალციხის N4 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები კაბინიდან ღია ბიულეტენებით გამოდიან. დამკვირვებლებს და კომისიის წევრებს შეუძლიათ, მოქალაქის მიერ შემოხაზული კანდიდატის დანახვა. აღნიშნულთან დაკავშირებით, “საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს” წარმომადგენელმა საჩივარი დაწერა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
“ამომრჩეველი გამოდიოდა კაბინიდან გაშლილი ბიულეტენით, მე მოვუწოდებდი, რომ დაეკეცა, არ დაკეცა და მე რა ვუყო?! სანამ თქვენთან გამოვიდოდი, მაგას ვყვიროდი, რომ დაკეცილი ბიულეტენებით გამოვიდნენ”, – ამბობს უბნის თავმჯდომარე ვანო მოდებაძე.
კაბინიდან გაშლილი ბიულეტენებით, გამოსვლის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, ახალციხეში, ადიგენსა და ნინოწმინდაში.