აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ასმათ დიასამიძე ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ქუჩაში ფული ნათესავს იმ მოტივით გადასცა, რომ ვალი დაუბრუნა.
ასმათ დიასამიძეს აცხადებს, რომ ეს არის „ქართული ოცნების" მიერ გავრცელებული აბსურდი.
„ჩემს შვილს გამოვართვი 20 ლარი და ნათესავს ვალი დავუბრუნე. აბსურდია ასე აშკარად ქუჩაში ანაწილებდეს პოლიტიკოსი ფულს",- აღნიშნა დიასამიძემ
ცნობისთვის, ამომრჩევლის მოსყიდვაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ასმათ...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 45.77% შეადგინა, რაც რაოდენობრივად არის 1 607 530 ამომრჩეველი.
ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში ფიქსირდება, სადაც ამომრჩეველთა აქტივობა 57.3%-ია, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა ისევ ქვემო ქართლშია, სადაც 41.9%-ია აქტივობა.
ყიზილაჯლოში 89-ე საარჩევნო უბანზე კვლავ ხმაურია.
"ევროპული საქართველოდან" საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის, მადონა გვალიას განცხადებით, აღნიშნულ უბანზე საარჩევნო პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს. როგორც გვალია განმარტავს, ადგილზე მისული პირები ხმას პირადობის გარეშე აძლევენ და რიგ შემთხვევებში ე.წ. კარუსელსაც ჰქონდა ადგილი.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, ანარ მამიშოვის განმარტებით, აღნიშნული ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება და საარჩევნო პროცესი კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს.
გლდანში ოპოზიციის აქტივისტზე, ანა ჭარხალაშვილზე ფიზიკურად იძალადეს. "მთავარი არხის" გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ჭარხალაშვილი უბანთან მყოფ პირებს ეკამათება, შემდეგ კი მასთან მიდის პირი, რომელიც ხელს ურტყამს.
ადგილზე მყოფმა პოლიციამ თავდამსხმელი ჭარხალაშვილს განარიდა, უცნობია დააკავეს თუ არა ის. როგორც პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა, გლდანში მომხდარ დაპირისპირებაზე დაკავებულია 5 პირი.
სირაძის განმარტებით, ისინი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით არიან დაკავებული. რაც...
დღის 18:00 საათისთვის საიას დამკვირვებლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კენჭისყრის პროცედურები ცალკეულ უბნებზე კვლავ მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს.
ძირითადად, დარღვევები ეხება კენჭისყრის ფარულობას, ამომრჩევლის ნების კონტროლს, დამკვირვებლის მიერ უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლას.
ზოგადი ტენდენციის სახით შეინიშნება უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე საეჭვო პირთა დიდი რაოდენობით მობილიზება მთელი საქართველოს მასშტაბით. ზოგიერთ შემთხვევაში ადგილი აქვს ძლადობრივ ქმედებებს. რაც ხელს უშლის და საფრთხეს უქმნის საარჩევნო პროცესის მშვიდ და...
არალში მცხოვრები სტეფანე ტატალაშვილი აცხადებს, რომ N3 არლის საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ, ზაურ ჩილინგარაშვილმა კენჭისყრის ოთახი დაატოვებინა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
როგორც თავად ამბობს იგი ბაკურიანის სასტუმრო „აურუმში“ მუშაობდა, რადგან აღნიშნული დაწესებულების „კოვიდ სასტმროდ“ გადაკეთება იგეგმებოდა, თანამშრომლები სპეცსიაში შეიყვანეს, მოგვიანებით გადაწყდა, რომ „აურუმში“ კორონავირუსით ინფიცირებულებს არ მიიყვანდნენ. ამის გამო ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სასტუმროს თანამშრომლებს სპეციალური ცნობები დაურიგა, რის მიხედვითაც, თავიანთ...
ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე „ძალიან დიდ ტყუილს“ უწოდებს გლდანში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ნიკა მელიას ინფორმაციას, რომლის მიხედვით, „კალაძის ბავშვობის მეგობარმა დათო კვიჟინაძემ დამკვირვებლებს საბრძოლო მოქმედებაში მოყვანილი იარაღი დაუმიზნა“.
ამასთან, კალაძემ აღნიშნა, რომ გლდანი მისი მეორე სახლია, ჰყავს ბევრი მეგობარი, რომლებიც „ქართული ოცნების“ გულშემატკივარი არიან.
„ნიკა მელია არის კრიმინალი და ირგვლივ შემოკრებილი ჰყავს კრიმინალური ავტორიტეტები. კონკრეტულად დავასახელე - მეტსახელად „ჭყიპინა“. მთელი დღის განმავლობაში არაერთი ვიდეო-მასალა...
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გლდანში პროვოკაცია ე.წ. კრიმინალურმა ავოტრიტეტმა "ჭყიპინამ" მოაწყო. კალაძემ აღნიშნა, რომ "რევოლუციური შტაბის" წევრები უბნებზე "პისტოლეტებით დარბოდნენ" და ყველას ახსენებდნენ წინა ხელისუფლებაში ჩამოყალიბებულ საარჩევნო პრაქტიკას.
მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციის დესტრუქციულ ქმედებების შესახებ ე.წ. რევოლუციური შტაბიდან გამოჟონილი ინფორმაცია ჰქონდათ, რაც დადასტურდა კიდეც.
"„დღეს ამ შტაბის წევრები პისტოლეტებით შეიარაღებულები დარბიან საარჩევნო უბნებზე და ყველას გვახსენებენ იმ მძიმე საარჩევნო პრაქტიკას,...
“ევროპული საქართველოს” წარმომადგენლის ბესიკ დონაძის ინფორმაციით, ზუგდიდის 46-ე საარჩევნო უბანზე კანოდარღვევა დაფიქსირდა.მისი განმარტებით, უბანზე შესულებს ბიულეტენები იატაკზე დაყრილები დახვდათ.დონაძე ვარაუდობს, რომ უყურადღებოდ დატოვებული ბიულეტენი შესაძლოა არჩევნების გასაყალბებლად გამოეყენებინათ, - ამის შესახებ "ოდიშინიუსი" იუწყება და შესაბამის ვიდეოკადრებსაც ავრცელებს.
“საოლქო საარჩევნო კომისიამ საუბნო კიმისიების ტექნიკური აღჭურვა ვერ უზრუნველყო. როდესაც ჩვენ შემოვლაზე ვიყავით და მოვედით 46-ე საარჩევნო უბანზე იმისთვის, რომ დავკვირვებოდით, თუ როგორ...
გორში, მე-7 საარჩევნო უბანთან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ქართული ოცნების მხარდამჭერებს ადანაშაულებდნენ, რომ ამომრჩეველზე გავლენის მოხდენას ცდილობენ. ამის შესახებ ინფორმაცია და ვიდეომასალა რადიო მოზაიკამ გაავრცელა.
ქართული ოცნების მხარდამჭერები გავრცელებულ ვიდეოში აცხადებენ, რომ ისინი კანონის საწინააღმდეგო ქმედებას არ სჩადიან.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის, ანა ბალიაშვილის თქმით კი ამომრჩევლის მოსყიდვას აქვს ადგილი:
"კოორდინატორები და აგიტატორები დგანან საარჩევნო უბნებთან ძალიან ახლოს, არ იცავენ დისტანციას, რომელიც...
წყალტუბოში, #29-ე საარჩევნო უბანზე მოქალაქეთა ნაწილმა ხმა პირადი ნომრის იდენტიფიცირების გარეშე მისცეს.
ინფორმაციას ამის შესახებ ,,საერთაშორისო გამჭვრივალობა - საქართველო" ავრცელებს.
"უბანზე გადასატანი ყუთის სია შევსებული იყო პირადი ნომრების გარეშე, მოქალაქეებმა პირადი ნომრის იდენტიფიკაციის გარეშე მისცეს ხმა, რამოდენიმე შემთხვევაში კი პირადი ნომერი გადასატანი ყუთის უკან დაბრუნების შემდეგ შეივსო. დავწერეთ საჩივარი",- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
15:00 საათის მონაცემებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში არჩევნებში მონაწილეობა 19 ათას 605-მა ამომრჩეველმა მიიღო.
ოზურგეთის N1 საუბნო საარჩევნო კომისიასთან მმართველი პარტიის ე.წ. აგიტატორები იდგნენ სიებით ხელში და საარჩევნო უბანზე მოსულ ამომრჩეველს აღრიცხავდნენ. მათი განცხადებით ისინი კანონს არ არღვევენ და თავისუფლად შეუძლიათ ,,მათი" ამომრჩეველი რვეულში სახელობით აღრიცხონ. ანალოგიური სიტუაცია იყო ოზურგეთის N3 საუბნო საარჩევნო უბნის ეზოშიც. ტელეკამერების გამოჩენის შემდეგ, მათ აღნიშნული სიები შეინახეს და უბნის პერიმეტრი დატოვეს. როგორც გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი ღლონტმა...
მარნეულში პოლიციის შენობის უკან სპეცრაზმია მობილიზებული.ისინი ადგილზე შესაბამისი აღჭურვილობით იმყოფებიან. თუ რას უკავშირდება სპეციალური რაზმის ადგილზე გამოჩენა, ეს ჯერ უცნობია.
ცნობისთვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური აცხადებს, რომ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს სთხოვენ სამხედრო ფორმებში გამოცხადებას და მზადყოფნას სხვადასხვა მიმართულებით გასაგზავნად.
ფოთში, მე-17 საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის, დარეჯან ცხვიტარიას განცხადებით, აღნიშნული უბნიდან ბიულეტენი მოიპარეს, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
მისივე თქმით, დაწყებულია არჩევნების ტოტალური გაყალბება. ცხვიტარიას მტკიცებით, უბანზე ე. წ. ძველი ბიჭები არიან მობილიზებული და ასევე საარჩევნო პროცესს ძალოვნი უწყების წარმომადგენლები აკონტროლებენ.
„ხდება ტოტალური გაყალბება, ე.წ. სომხური კარუსელის დატრიალება. ერთი ბიულეტენი მოიპარეს და უბნის თავმჯდომარე ლაპარაკობს, რომ არაფერი მომხდარა,...
საია მოუწოდებს შსს-ს ეფექტური რეაგირება მოახდინოს მედიის მიმართ ძალადობის ფაქტებზე. გლდანის ოლქის N79 საარჩევნო უბანთან „პუბლიკის“ ჟურნალისტს უბნის პერიმეტრზე მყოფი ერთ-ერთი პირი თავს დაესხა. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს პირი მედიის სხვა წარმომადგენლებსაც დაუპირისპირდა და მათი მისამართით საჯაროდ იგინებოდა.
ამავე უბანთან მიმდინარე დაპირისპირების დროს, სახის არეში დაზიანება მიიღო TV პირველის ჟურნალისტმა ანა ახალაიამაც.
საია მოუწოდებს შსს-ს დროული და ეფექტური რეაგირება მოახდინოს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე და უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოება კენჭისყრის...
სახალხო დამცველის აპარატს N15 პენიტენციურ დაწესებულებაში ხმის მიცემის პროცესის დაკვირვებისა და პატიმრებთან გასაუბრების შესაძლებლობა არ მიეცა, - ამის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.
სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო ორგანოებს შეისწავლონ აღნიშნული ინციდენტი.
„დღეს საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა განახორციელეს ad hoc ვიზიტი ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებაში. ვიზიტის განხორციელების დროს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების მიმართ ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების განხორციელებაში ხელშეშლას და სიტყვიერი...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































