გორში, მე-7 საარჩევნო უბანთან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ქართული ოცნების მხარდამჭერებს ადანაშაულებდნენ, რომ ამომრჩეველზე გავლენის მოხდენას ცდილობენ. ამის შესახებ ინფორმაცია და ვიდეომასალა რადიო მოზაიკამ გაავრცელა.
ქართული ოცნების მხარდამჭერები გავრცელებულ ვიდეოში აცხადებენ, რომ ისინი კანონის საწინააღმდეგო ქმედებას არ სჩადიან.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის, ანა ბალიაშვილის თქმით კი ამომრჩევლის მოსყიდვას აქვს ადგილი:
“კოორდინატორები და აგიტატორები დგანან საარჩევნო უბნებთან ძალიან ახლოს, არ იცავენ დისტანციას, რომელიც დადგენილია საარჩევნო კანონმდებლობით. ისინი ასევე შემჩნეულები არიან ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებში და ამის გამო აქეთ გადმოდიან შეურაცხყოფაზე”, — განაცხადა ანა ბალიაშვილმა.