წყალტუბოს ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მოქალაქეებმა ხმა პირადი ნომრების გარეშე მისცეს

390

წყალტუბოში,  #29-ე  საარჩევნო უბანზე მოქალაქეთა ნაწილმა ხმა პირადი ნომრის იდენტიფიცირების გარეშე მისცეს.
ინფორმაციას ამის შესახებ ,,საერთაშორისო გამჭვრივალობა – საქართველო” ავრცელებს.

“უბანზე გადასატანი ყუთის სია შევსებული იყო პირადი ნომრების გარეშე, მოქალაქეებმა პირადი ნომრის იდენტიფიკაციის გარეშე მისცეს ხმა, რამოდენიმე შემთხვევაში კი პირადი ნომერი გადასატანი ყუთის უკან დაბრუნების შემდეგ შეივსო. დავწერეთ საჩივარი”,- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

15:00 საათის მონაცემებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში არჩევნებში მონაწილეობა 19 ათას 605-მა ამომრჩეველმა მიიღო.