ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 45.77% შეადგინა, რაც რაოდენობრივად არის 1 607 530 ამომრჩეველი.
ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში ფიქსირდება, სადაც ამომრჩეველთა აქტივობა 57.3%-ია, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა ისევ ქვემო ქართლშია, სადაც 41.9%-ია აქტივობა.