კალაძე: ნიკა მელია არის კრიმინალი და ირგვლივ შემოკრებილი ჰყავს კრიმინალური ავტორიტეტები – პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა ამ კრიმინალებს ეკისრებათ

349

ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე „ძალიან დიდ ტყუილს“ უწოდებს გლდანში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ნიკა მელიას ინფორმაციას, რომლის მიხედვით, „კალაძის ბავშვობის მეგობარმა დათო კვიჟინაძემ დამკვირვებლებს საბრძოლო მოქმედებაში მოყვანილი იარაღი დაუმიზნა“.

ამასთან, კალაძემ აღნიშნა, რომ გლდანი მისი მეორე სახლია, ჰყავს ბევრი მეგობარი, რომლებიც „ქართული ოცნების“ გულშემატკივარი არიან.

„ნიკა მელია არის კრიმინალი და ირგვლივ შემოკრებილი ჰყავს კრიმინალური ავტორიტეტები. კონკრეტულად დავასახელე – მეტსახელად „ჭყიპინა“. მთელი დღის განმავლობაში არაერთი ვიდეო-მასალა გავრცელდა, როგორ აშინებდა ეს ადამიანი ამომრჩეველს. პროვოკაცია რომ მოხდა, პასუხისმგებლობა ამ კრიმინალებს ეკისრებათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძემ „ნაციონალურ მოძრაობას“ დესტრუქციული პოლიტიკური ძალა უწოდა, რომელსაც მისივე აზრით, “დღეს საღამოს, 8-საათზე ქვეყნის მოსახლეობა დაასრულებს“.