აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი „ნაცმოძრაობიდან” ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტს უარყოფს

524

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ასმათ დიასამიძე ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ქუჩაში ფული ნათესავს იმ მოტივით გადასცა, რომ ვალი დაუბრუნა.

ასმათ დიასამიძეს აცხადებს, რომ ეს არის „ქართული ოცნების” მიერ გავრცელებული აბსურდი.

„ჩემს შვილს გამოვართვი 20 ლარი და ნათესავს ვალი დავუბრუნე. აბსურდია ასე აშკარად ქუჩაში ანაწილებდეს პოლიტიკოსი ფულს”,- აღნიშნა დიასამიძემ

ცნობისთვის, ამომრჩევლის მოსყიდვაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ასმათ დიასამიძე დაადანაშაულა. მან პარტიის ოფისში ბრიფინგზე ვიდეო-მასალა წარადგინა.