ფოთში, მე-17 საარჩევნო უბანზე ხმაური იყო

283

ფოთში, მე-17 საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის, დარეჯან ცხვიტარიას განცხადებით, აღნიშნული უბნიდან ბიულეტენი მოიპარეს, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

მისივე თქმით, დაწყებულია არჩევნების ტოტალური გაყალბება. ცხვიტარიას მტკიცებით, უბანზე ე. წ. ძველი ბიჭები არიან მობილიზებული და ასევე საარჩევნო პროცესს ძალოვნი უწყების წარმომადგენლები აკონტროლებენ.

„ხდება ტოტალური გაყალბება, ე.წ. სომხური კარუსელის დატრიალება. ერთი ბიულეტენი მოიპარეს და უბნის თავმჯდომარე ლაპარაკობს, რომ არაფერი მომხდარა, შეცდომა მოუვიდა რეგისტრატორსო. როგორ მოუვიდა შეცდომა, როდესაც ამომრჩეველს ორის ნაცვლად სამი ბიულეტენი უჭირავს ხელში, ეს შეცდომაა? ეს ხომ დაგეგმილია, სხვანაირად ვერ მოხდებოდა. მიმდინარეობს ტოტალური გაყალბება. ის არ ყოფნით, რომ აქ კრიმინალები ჰყავთ მოყვანილი, მთელი ძალოვანი სტრუქტურა ჩართულია. დაწერილია საჩივარი, ვნახოთ შედეგი რა იქნება“,-განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.