ყიზილაჯლოში 89-ე საარჩევნო უბანზე კვლავ ხმაურია

231

ყიზილაჯლოში 89-ე საარჩევნო უბანზე კვლავ ხმაურია.

“ევროპული საქართველოდან” საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის, მადონა გვალიას განცხადებით, აღნიშნულ უბანზე საარჩევნო პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს. როგორც გვალია განმარტავს, ადგილზე მისული პირები ხმას პირადობის გარეშე აძლევენ და რიგ შემთხვევებში ე.წ. კარუსელსაც ჰქონდა ადგილი.

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, ანარ მამიშოვის განმარტებით, აღნიშნული ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება და საარჩევნო პროცესი კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს.