„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და საქართველოს მოქალაქეებს აქტიურობისთვის მადლობას უხდის.
როგორც პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ერთ-ერთი დარღვევა ნაძალადევის რაიონში, 32-ე უბანზე დაფიქსირდა, სადაც საარჩევნო ყუთის ზედამხედველს დემონსტრაციულად, ტელეფონზე ჰქონდა მიხეილ სააკაშვილის სურათი, რაც აგიტაციად შეიძლება ჩაითვალოს.
„საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მოქალაქეებს აქტიურობისთვის, იცით, რომ უკვე გამოცხადდა 10 საათისთვის მოქალაქეების...
გლდანის საარჩევნო უბანზე დაპირისპირებაა. "დროას" წევრს საჩივრის დაწერის უფლებას არ აძლევენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. "ქართული ოცნების" მხარდამჭერები "დროას" წევრებს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
ვცდილობდი რომ საჩივარი დაეფიქსირებინა. სანამ კამერები არ ჩაირთო მეუბნებოდნენ, რომ არ მაქვს საჩივრის დაწერის უფლება. ეხლა როცა ამდენი კამერა აქ არის, მეუბნებიან რომ მაქვს", - ამბობს შუშანა მაცაბერიძე.
სამართალდამცავებს "დროას" ლიდერები უბნიდან გამოჰყავთ. ადგილზე რჩებიან "ოცნების" წევრები. პოლიციამ ტვ პირველის გადამღები...
წინა სტატია
ფორმულას ჟურნალისტ სალომე ჩადუნელზე ელექტროშოკით მუქარის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს.
ფორმულას ჟურნალისტს ზუგდიდში ერთერთი საარჩევნო უბნის მიმდებარედ მყოფი პირი ელექტროშოკით დაემუქრა.
პირი, რომელიც ამბობდა, რომ მისი სახელი და გვარი დავით ქირიაა, ამტკიცებდა, რომ ის ყოფილი სპორტსმენია. მან ჟურნალისტებს საარჩევნო უბნის მიმდებარედ ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. სალომე ჩადუნელის ცნობით, მან ტვ პირველის ოპერატორს ბოთლიც...
ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი ჩუღურეთის N 24 საარჩევნო უბანზე - კადრებში რომელიც გავრცელდა, ჩანს როგორ აძლევს სავარაუდოდ "ოცნების" კოორდინატორი ამომრჩეველს ფულს. "ტვ პირველმა" ამომრჩევლის მოსყიდვის არაერთი ფაქტი დააფიქსირა.
ამომრჩევლის მოსყიდვებზე საუბრობენ ქუთაისშიც.
ოპოზიციამ დღეს 123-ე უბანის მიმდებარედ გადაღებული ვიდეო წარმოადგინა, სადაც ჩანს ქუთაისის მერიის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც მოქალაქეებს თანხას ურიგებს.
"აქტიურად ვაკვირდებით საარჩევნო პროცესს, ამ ეტაპისთვის ათობით დარღვევა გვაქვს დაფიქსირებული" - ამის შესახებ ,,ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ანა ნაცვლიშვილის ინფორმაციით, საარჩევნო უბნებთან მობილიზებული არიან კრიმინალები, რომლებიც მოქალაქეებს აიძულებენ, ხმა მმართველ პარტიას მისცენ.
ამ ეტაპზე მინდა გითხრათ, რომ ძალიან საგანგაშოა ტენდენცია, როცა არაერთ სააარჩევნო უბანთან გრძელდება მანკიერი პრაქტიკა, როცა მობილიზებული არიან გაურკვეველი, უფრო სწორად, გასარკვევი პირები, მმართველი პარტიის მხარდამჭერები,...
პარტიის „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ თბილისის მერობის კანდიდატმა არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუმ არჩევნებზე საკუთარი ხმა უკვე მისცა.
„დარწმუნებული ვარ, რომ დღეს მოსახლეობა გააკეთებს სწორ და გულწრფელ არჩევანს. მადლობელი ვარ თბილისელების. 25 წელია აქ ვცხოვრობ. ამ ქალაქმა მიმიღო და ბევრი რამ მაჩუქა. ეს სიკეთე მინდა დავუბრუნო. მოგიწოდებთ ყველას, მიხვიდეთ საარჩევნო უბნებზე და დააფიქსიროთ თქვენი არჩევანი“, - განაცხადა ოგბუნუჯუმ.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი ამბობს, რომ დღევანდელი არჩევნები საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ეს არის შესაძლებლობა, ამომრჩევლებმა საკუთარი ხმა დააფიქსირონ.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები დემოკრატიის ფუნდამენტია.
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე საქართველოსთვის და მოხარული ვარ, რომ მასში ჩართული ვარ, როგორც დამკვირვებელი. სასიამოვნოა, რომ ამინდის მიუხედავად ამომრჩევლები იჩენენ პასუხისმგებლობას და მოდიან უბნებზე. ეს არის შესაძლებლობა, რომ მათი ხმა გაგონილი იყოს....
12:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 17,72% შეადგინა, - ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
"12:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 17,72%, რაც რაოდენობრივად არის 619 562 ამომრჩეველი. ამ დროისთვის, ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმში - აქტივობა 27,4%-ია, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა, 15,8%, დაფიქსირდა თბილისში", - განაცხადა ნათია იოსელიანმა.
"ქართული ოცნების" დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის აზრით, საარჩევნო უბნებთან მედია აჟიოტაჟს ქმნის. მისი თქმით, გარკვეულ შემთხვევებში ეს შეიძლება გაგებულ იქნას, როგორც აგიტაცია გარკვეული პარტიის საწინააღმდეგოდ ან სასარგებლოდ.
"რასაც ჩვენ ვაკვირდებით არის ერთი ტენდენცია რაც გამოიკვეთა, განსაკუთრებით, მედიის მხრიდან აჟიოტაჟის გამოწვევა უბნებთან, ვხედავთ სხვადასხვა მედიის საშუალებით როგორ დასდევენ სხვადასხვა მოქალაქეებს უბნებთან, უბნების მოცილებით", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებს სთხოვა 100 მეტრის მიღმა...
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო დახმარებას აღმოუჩენს საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, რადგანაც ის უკრაინის მოქალაქეა.
„სააკაშვილი ჩვენი მოქალაქეა. ჩვენ მას სათანადო მხარდაჭერას აღმოვუჩენთ. ჩვენ დავუძახეთ საქართველოს საელჩოს წარმომადგენელს უკრაინაში. ის დღეს დილით მოვა სამინისტროში და მოვილაპარაკებთ ყველაფერს. ჩვენ უკრაინის ყველა მოქალაქეს ვიცავთ, თუ მათ თავს რამე უბედურება ხდება“, - განაცხადა მინისტრმა ტელეარხ „დომთან“ ინტერვიუში.
ცნობისთვის,...
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, მე-19 საარჩევნო უბანზე, ხმის მიცემის ფარულობის სავარაუდო დარღვევის ფაქტებია. რადიო თავისუფლებამ, რომელიც ამ ინფორმაციას ავრცელებს, უბანზე 5 წუთის ინტერვალით დააფიქსირა სამი შემთხვევა, როცა საარჩევნო კაბინაში ერთდროულად იმყოფებოდა 2 პირი. საარჩევნო კომისიიდან ამ ფაქტებზე რეაგირება არავის ჰქონია.
უბნის კომისიის თავმჯდომარემ, ბაირამ ნასიბოვმა კაბინაში ორი პირის ყოფნა იმით ახსნა, რომ ადგილობრივ ამომრჩეველთა უმეტესობამ ქართულად წერა-კითხვა არ იცის და...
წინა სტატია
მარნეულის 22-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ანა ილურიძის განცხადებით, 48-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ორ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, კონკრეტული ფაქტების მიღებას ელოდება, მანამდე კი, აღნიშნულ უბანზე საარჩევნო პროცესი არ შეჩერდება.
ილურიძის თქმით, აღნიშნული საარჩევნო უბნის გარეთ მომხდარ ინციდენტს არ შესწრებია, რა დროსაც, „ნაციონალური მოძრაობის" წევრების თქმით, მათი პარტიი წევრი დაშავდა.
„პოლიტიკური პარტია „გირჩიდან" ოლქის წევრი ირაკლი ქველაძე ფოტო-ვიდეო გადაღების წესს არღვევდა, ის სამაგიდო...
პარტია „საქართველოსთვის“ წევრის ანა ბუჩუკურის განცხადებით, 12:00 საათის მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით „საქართველოსთვის“ წარმომადგენლების მიერ დაფიქსირებულ დარღვევებზე 40-მდე საჩივარი დაიწერა.
როგორც ანა ბუჩუკურმა აღნიშნა, პარტია „საქართველოსთვის“ ამ დრომდე არ მიუღია პასუხი ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან, რომ დღეს, ზედმიწევნით შეასრულებს მის მიერ მიღებულ N55 დადგენილებას და ხმის დათვლისას ვიდეო საშუალებით განახორციელებს ბიულეტინის წინა გვერდის იმგვარად დაფიქსირებას, რომ შესაბამის პორტალზე ატვირთულ ვიდეო ჩანაწერში გარკვევით...
მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, ნუ შეეცდებით ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედებას, - ამის შესახებ პარტია „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც არჩევნების პროცესში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით გამართა.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, საარჩევნო პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს.
„სამწუხაროდ, საარჩევნო პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს. პირველ რიგში მინდა ყველა მოქალაქეს მოგიწოდოთ, ჩემო ძვირფასებო, მიდით არჩევნებზე.
მინდა ჩამოვთვალო დარღვევების კატეგორია. ბიულეტენის მოხევის დროს, ჩვენი 1 ნომერი რჩება ე.წ. ყუაზე,...
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისში, N67 საჯარო სკოლის შენობაში არსებულ საარჩევნო უბანზე ხმა მისცა.
როგორც ზურაბიშვილმა ხმის მიცემის შემდეგ აღნიშნა, ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას დაუჭირა მხარი.
"ადგილობრივი არჩევნები არის ყველაზე მნიშვნელოვანი დემოკრატიულ პროცესებში. ეს არის ის არჩევნები ,სადაც მოქალაქეებს მართლა შეუძლიათ, რომ არჩიონ თავიანთ ადგილზე, დაბაში, სოფელში, ქალაქში ისინი ვინც, ხვალ ადგილობრივ საკითხებს გადაუწყვეტენ. ამავე დროს, ეს არის ის ადგილი, სადაც ალბათ ყველაზე...
ბათუმში ჩვენ დამკვირვებელს თავს დაესხნენ და დაემუქრნენ - წერს საიას თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი და 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე და ვიდეომასალას ავრცელებს.
საიაში ამბობენ, რომ ბათუმის N44 უბანზე პერიმეტრის დამკვირვებლის, თემურ ირემაძის მიმართ უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი უცნობი პირის მხრიდან ადგილი ჰქონდა აგრესიას და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საიამ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს.
"ბათუმში ჩვენ დამკვირვებელს თავს დაესხნენ და დაემუქრნენ!!!
ისევ გრძელდება პერიმეტრზე...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































