ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი ჩუღურეთის N 24 საარჩევნო უბანზე – კადრებში რომელიც გავრცელდა, ჩანს როგორ აძლევს სავარაუდოდ “ოცნების” კოორდინატორი ამომრჩეველს ფულს. “ტვ პირველმა” ამომრჩევლის მოსყიდვის არაერთი ფაქტი დააფიქსირა.
ამომრჩევლის მოსყიდვებზე საუბრობენ ქუთაისშიც.
ოპოზიციამ დღეს 123-ე უბანის მიმდებარედ გადაღებული ვიდეო წარმოადგინა, სადაც ჩანს ქუთაისის მერიის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც მოქალაქეებს თანხას ურიგებს.