გლდანის საარჩევნო უბანზე დაპირისპირებაა. “დროას” წევრს საჩივრის დაწერის უფლებას არ აძლევენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. “ქართული ოცნების” მხარდამჭერები “დროას” წევრებს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
ვცდილობდი რომ საჩივარი დაეფიქსირებინა. სანამ კამერები არ ჩაირთო მეუბნებოდნენ, რომ არ მაქვს საჩივრის დაწერის უფლება. ეხლა როცა ამდენი კამერა აქ არის, მეუბნებიან რომ მაქვს”, – ამბობს შუშანა მაცაბერიძე.
სამართალდამცავებს “დროას” ლიდერები უბნიდან გამოჰყავთ. ადგილზე რჩებიან “ოცნების” წევრები. პოლიციამ ტვ პირველის გადამღები ჯგუფი ადგილიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.