თბილისში, უბნებთან კრიმინალები აკონტროლებენ სიტუაციას, ათობით დარღვევა გვაქვს დაფიქსირებული – ,,ლელოს” ბრიფინგი

543

“აქტიურად ვაკვირდებით საარჩევნო პროცესს, ამ ეტაპისთვის ათობით დარღვევა გვაქვს დაფიქსირებული” – ამის შესახებ ,,ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ანა ნაცვლიშვილის ინფორმაციით, საარჩევნო უბნებთან მობილიზებული არიან კრიმინალები, რომლებიც მოქალაქეებს აიძულებენ, ხმა მმართველ პარტიას მისცენ.

ამ ეტაპზე მინდა გითხრათ, რომ ძალიან საგანგაშოა ტენდენცია, როცა არაერთ სააარჩევნო უბანთან გრძელდება მანკიერი პრაქტიკა, როცა მობილიზებული არიან გაურკვეველი, უფრო სწორად, გასარკვევი პირები, მმართველი პარტიის მხარდამჭერები, მათ შორის, მოკრიმინალო ელემენტები, რომლერბიც ცდილობენ, მოახდინონ ზეგავლენა და აკონტროლონ ამომრჩევლის ნება. რაც უფრო საგანგაშოა, არ ხდება აღნიშნულ ფაქტებზე პოლიციის მხრიდან დროული რეაგირება.

მაგალითად, სოფელ ფონიჭალაში 29-ე, 30-ე და 31-ე უბნებთან ჩვენ დავაფიქსირეთ ასეთი აქტივობა, ეს პირები ეუბნებიან ამომრჩევლებს, რომ ხედავენ, ვის შემოხაზავენ, რაც ტყუილია, და ამიტომ მათ უნდა შემოხაზონ 41, თორემ ამას შედეგები ექნება. ამ ტიპის ფაქტებზე რეაგირება უნდა განახორციელოს შსს-მ – განაცხადა ბრიფინგზე ანა ნაცვლიშვილმა.