ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, მე-19 საარჩევნო უბანზე, ხმის მიცემის ფარულობის სავარაუდო დარღვევის ფაქტებია. რადიო თავისუფლებამ, რომელიც ამ ინფორმაციას ავრცელებს, უბანზე 5 წუთის ინტერვალით დააფიქსირა სამი შემთხვევა, როცა საარჩევნო კაბინაში ერთდროულად იმყოფებოდა 2 პირი. საარჩევნო კომისიიდან ამ ფაქტებზე რეაგირება არავის ჰქონია.
უბნის კომისიის თავმჯდომარემ, ბაირამ ნასიბოვმა კაბინაში ორი პირის ყოფნა იმით ახსნა, რომ ადგილობრივ ამომრჩეველთა უმეტესობამ ქართულად წერა-კითხვა არ იცის და დამხმარე სჭირდებათ.