“ქართული ოცნების” დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის აზრით, საარჩევნო უბნებთან მედია აჟიოტაჟს ქმნის. მისი თქმით, გარკვეულ შემთხვევებში ეს შეიძლება გაგებულ იქნას, როგორც აგიტაცია გარკვეული პარტიის საწინააღმდეგოდ ან სასარგებლოდ.
“რასაც ჩვენ ვაკვირდებით არის ერთი ტენდენცია რაც გამოიკვეთა, განსაკუთრებით, მედიის მხრიდან აჟიოტაჟის გამოწვევა უბნებთან, ვხედავთ სხვადასხვა მედიის საშუალებით როგორ დასდევენ სხვადასხვა მოქალაქეებს უბნებთან, უბნების მოცილებით”, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებს სთხოვა 100 მეტრის მიღმა არ შეაწუხონ მოქალაქეები, იქნებიან ეს პარტიული აქტივისტები თუ სხვა.