12:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმშია, ყველაზე დაბალი კი – თბილისში

356

12:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 17,72% შეადგინა, – ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

“12:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 17,72%, რაც რაოდენობრივად არის 619 562 ამომრჩეველი. ამ დროისთვის, ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმში – აქტივობა 27,4%-ია, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა, 15,8%, დაფიქსირდა თბილისში”, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.