პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისში, N67 საჯარო სკოლის შენობაში არსებულ საარჩევნო უბანზე ხმა მისცა.
როგორც ზურაბიშვილმა ხმის მიცემის შემდეგ აღნიშნა, ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას დაუჭირა მხარი.
“ადგილობრივი არჩევნები არის ყველაზე მნიშვნელოვანი დემოკრატიულ პროცესებში. ეს არის ის არჩევნები ,სადაც მოქალაქეებს მართლა შეუძლიათ, რომ არჩიონ თავიანთ ადგილზე, დაბაში, სოფელში, ქალაქში ისინი ვინც, ხვალ ადგილობრივ საკითხებს გადაუწყვეტენ. ამავე დროს, ეს არის ის ადგილი, სადაც ალბათ ყველაზე ნაკლებად უნდა იყოს პოლარიზაცია. ეს არის ის არჩევნები, როცა უნდა დასრულდეს პოლარიზაცია, ამის იმედი მაქვს და მე ამას მივეცი ხმა”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.