საია-ს თავმჯდომარე: ბათუმში ჩვენ დამკვირვებელს თავს დაესხნენ და თავ-ყბის დამტვრევით დაემუქრნენ

636

ბათუმში ჩვენ დამკვირვებელს თავს დაესხნენ და დაემუქრნენ – წერს საიას თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი და 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე და ვიდეომასალას ავრცელებს. 

საიაში ამბობენ, რომ ბათუმის N44 უბანზე პერიმეტრის დამკვირვებლის, თემურ ირემაძის მიმართ უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი უცნობი პირის მხრიდან ადგილი ჰქონდა აგრესიას და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საიამ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს.

“ბათუმში ჩვენ დამკვირვებელს თავს დაესხნენ და დაემუქრნენ!!!

ისევ გრძელდება პერიმეტრზე ამომრჩევლის ნების კონტროლი და გაურკვეველი ადამიანების მობილიზება. ამის გადაღებისას კი თავ-ყბის დამტვრევით დაემუქრნენ ჩვენ დამკვირვებელს და ტელეფონიც წაართვეს”,- წერს ნიკა სიმონიშვილი Facebook-ზე.