"სამოქალაქო საარჩევნო კომისიის" ინფორმაციით, წყალტუბოს ოლქის 66-ე უბანზე სოფლის რწმუნებული დამკვირვებლის სტატუსით იმყოფება. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. ორგანიზაციის განცხადებით, სავარაუდოდ დარღვეულია საარჩევნო კოდექსის მუხლი 39, პუნქტი 4. ცნობისთვის, ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები 08:00 საათიდან დაიწყო. ამ დორისთვის არასამთავრობოებს, ოპოზიციას და სხვა დამკვირვებლებს არაერთი დარღვევა აქვთ დაფიქსირებული.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 155-ე კილომეტრთან, (რიკოთის მონაკვეთი), გზის მიმდებარე ფერდზე ჩამოიშალა მიწის ნაწილი, რის გამოც ნაწილობრივ ჩაკეტა საავტომობილო გზის სავალი ნაწილი, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ამ დროისათვის ავტოტრანსპორტის გადაადგილება მიმდინარეობს ერთ ზოლზე. „საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 155-ე კილომეტრთან (რიკოთის მონაკვეთი), გზის მიმდებარე ფერდზე ჩამოიშალა მიწის ნაწილი,...
პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მესტიის პირველ და მეორე უბანზე, ასევე სოფელ ხაიშში იგეგმება პროვოკაცია, რის გამოც ამ უბნებზე არჩევნების შედეგების გაუქმებას გეგმავენ. ამის შესახებ ანა დოლიძემ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საარჩევნო კამპანია შეაჯამა და უბნებში გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრა. „დღევანდელ არჩევნებში კარგია ის, რომ შეიმჩნევა მოსახლეობის აქტივობა. თუმცა სამწუხაროდ, წინა არჩევნების მსგავსად, ამჯერადაც არჩევნები მიმდინარეობს მასშტაბური და მრავალფეროვანი დარღვევებით....
წინა სტატია ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კობა გაბუნია უარყოფს, რომ მას საარჩევნო პროცესებში ჩარევის მიზნით კოორდინატორებთან რაიმე ურთიერთობა ჰქონდა, - ამის შესახებ კობა გაბუნიამ „ქრონიკას“ განუცხადა. აღნიშნულით მან უარყო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის ხატია დეკანოიძის განცხადება, რომ გაბუნია დაფიქსირებულია ფოტოზე, სადაც იგი ჩანს, როგორ აქტიურად თანამშრომლობს კოორდინატორებთან და 124-ე საარჩევნო უბანს მეთვალყურეობს. „ეს არის სრული სიცრუე და ცილისწამება. მე ვიმყოფებოდი ჩემი სახლის წინ მამასთან...
5 საათის მონაცემებით, მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა 31 დარღვევა, აქედან 14 დარღვევა დაფიქსირდა მარნეულის ოლქში. ამ დრომდე „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლების მიერ საარჩევნო კომისიებში შევიდა 5 საჩივარი, ხუთივე საჩივარი გადავიდა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში. ყველა საჩივარი დაწერილ იქნა მარნეულის ოლქში. ბოლო საათების მონაცემებით მარნეულში შეინიშნება აგრესიული ფონის მატება, არჩევნებში ჩართულ პოლიტიკურ აქტორთა შორის. გამოიკვეთა დამკვირვებლების მიმართ დაკვირვების უფლების შეზღუდვის შემთხვევები. ამასთან უნდა...
მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ დარგალი აცხადებს, რომ მარნეულში არჩევნები საკმაოდ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. „დასწრება 15:00 საათისთვის დაახლოებით 29%-ს შეადგენს. ყველა უბანზე სიმშვიდეა, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო „ნაცმოძრაობის“ მხრიდან, პროვოკატორების ჯგუფმა დილიდან დაიწყო მცირე ინციდენტების ხელოვნურად შექმნა სხვადასხვა უბანზე. ერთ-ერთი ასეთი ინციდენტი იყო ყიზილაჯლოს #48 უბანზე, როდესაც ისინი ადანაშაულებდნენ „ქართულ ოცნებას“ ფიზიკური დაპირისპირების მოწყობაში. მსგავსი რამ არ მომხდარა და ამის შემდეგ...
ზუგდიდის ყოფილი გამგებელი და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური წევრი ალექსანდრე ქობალია, ზუგდიდის სოფლებში კუდის ყოფილ უფროსთან, არაერთი გახმაურებული საქმის ფიგურანტ რუსლან შამახიასთან ერთად გადაადგილდება. ისინი ამომრჩევლებს აშინებენ და სიტუაციის არევას ცდილობენ. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. შამახია და ქობალია #90 უბანზეც მივიდნენ და მოქალაქეების დაშინება სცადეს, ისინი ადამიანებს მოუწოდებენ ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შურისძიებით ემუქრებიან. ქობალია და შამახია უბნებზე შესვლას...
ზუგდიდის მე-4 და მე-19 საარჩევნო უბნებზე მომხდარ ინციდენტს ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი გამოეხმაურა. მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები უბნებზე ხელოვნურად ქმნიან დაძაბულ გარემოს, უვარდებიან უბნებს და კომისიის წევრებს არ აძლევენ მუშაობის საშუალებას. მესხის შეფასებით, ოპოზიიციის პროვოკაციის მიუხედავად, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია, კანონის ფარგლებში, ყველაფერს გააკეთებს, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში. 15:00 საათის მონაცემებით, ზუგდიდში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა 33 625-მა ამომრჩეველმა,...
"დღეს ნაციონალური მოძრაობა მთავარი დესტრუქციული ძალა და ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციის მთავარი წყარო არის სრულად დემორალიზებული და ჩამოშლილი. დღევანდელი, არსებული მონაცემებით ამ მომენტისთვის, ჩვენი პარტია და კანდიდატები დამაჯერებლად და დიდი უპიარტესობით იმარჯვებენ არჩევნებს უკვლებლივ ყველა მუნიციპალიტეტიში", - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ცესკოს სპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არ აქვს ინფორმაცია, აგიტაციის წესის დარღვევისთვის დაჯარიმდება თუ არა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა. როგორც ნათია იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, აგიტაციის წესის დარღვევა 2000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, თუმცა, საკითხზე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ უნდა იმსჯელოს. „ვერ დაგიდასტურებთ, რომ დაჯარიმდა . საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პრეროგატივაა ამ საკითხთან დაკავშირებით მოკვლევა აწარმოოს და მიიღოს გადაწყვეტილება. არ მქონია კომუნიკაცია...
ე.წ. ძველი ბიჭების მობილიზება მცხეთაში -  მე-6 საოლქო საარჩევნო უბანთან კრიმინალებს  ბლოკპოსტები აქვთ მოწყობილი და აშინებენ ოპოზიციის ამომრჩევლებს, რათა მათ ხმა არ მისცენ "ოცნების" ოპონენტებს, ან არჩევნებში საერთოდ არ მიიღონ მონაწილეობა. "ტვ პირველის" კორესპონდენტის ინფორმაციით, ამომრჩეველი "ძველ ბიჭებთან" კონსულტაციის შემდეგ ახერხებს საარჩევნო უბანზე შესვლას. ,,ნაცმოძრაობის" წარმომადგენელმა სიტუაციაში გასარკვევად ადგილზე პოლიცია გამოიძახა, რამაც ე.წ. კრიმინალებში უკმაყოფილება გამოიწვია. "პირველების" ჟურნალისტმა ე.წ. ქუჩის ბიჭებს კითხვა...
პარტია “ქართული ოცნების“ ინფორმაციით, მათ მიერ დაფიქსირდა 5 ინციდენტი 5 საარჩევნო უბანზე. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა განმარტა, ხუთივე შემთხვევაში იყო შელაპარაკება და რაიმე ძალადობას ადგილი არ ჰქონია. “გვქონდა შემთხვევები, სადაც იყო ანა წითლიძე, ელენე ხოშტარია და გიორგი მუმლაძე, რომელიც გახლავთ „ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის შტაბის უფროსი. ხუთივე შემთხვევაში თითქმის ეს ადამიანები ფიგურირებდნენ. რაც შეეხება დარღვევებს, რომელიც ჩვენ დავაფიქსირეთ, ქობულეთში, მე-9 საარჩევნო უბანზე “ნაციონალური მოძრაობის“...
"ჩემი და შენი ქორწილის სია მაქ"... "რა უნდა მოხდეს ისეთი რაც არ მომხდარა ამ ქვეყანაზე" - ასეთი პასუხები აქვთ "ქართული ოცნების" კოორდინატორებს იმერეთში. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. კოორდინატორები, რომლებიც საარჩევნო უბნებთან არიან მობილიზებული, რაც კანონდარღვევაა, სხვადასხვა მიზეზებს ასახელებენ, რატომ დგანან იქ სიებით. "მთავარი არხისთვის" ცნობილი ხდება, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლები იმერეთში, წუხელ მთელი ღამის განმავლობაში კარდაკარ დადიოდნენ და ქართული ოცნებისთვის ხმის მიცემის...
ჩვენ დავაფიქსირეთ კონკრეტული ფულის გადაცემის ფაქტი, რაც უმძიმესი დარღვევაა, ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა, რომელსაც ადგილი ჰქონდა საგარეჯოს #6 უბანთან, - ამის შესახებ ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ანა ნაცვლიშვილის ინფორმაციით, არჩევნების მიმდინარეობისას „კარუსელის“ და გაყალბების სერიოზული მექანიზმი ფიქსირდება. „ჩვენ დავაფიქსირეთ კონკრეტული ფულის გადაცემის ფაქტი, რაც უმძიმესი დარღვევაა, ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა, რომელსაც ადგილი ჰქონდა საგარეჯოს #6...
ხმაური იყო ზუგდიდის მე-19 საარჩევნო უბანთან - გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატის, ანზორ მელიას შტაბის წევრებმა ადგილზე მმართველი გუნდის მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი დააფიქსირეს. კერძოდ, "ქართული ოცნების" აგიტატორები მომხრეებს ბენზინის ტალონებს ურიგებდნენ. ფაქტის გასაჯაროების შემდეგ, ადგილზე "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ზუგდიდში, მერაბ ქვარაია მივიდა, რასაც ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა. "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის წარმომადგენელმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა, თუმცა მომხდარზე სამართალდამცავებს რეაგირება არ ჰქონიათ.
ხმა მივეცი მშვიდობიან საქართველოს, პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", რომელიც მშვიდობის მომტანია,- ამის შესახებ მარნეულში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ელდარ მუსტაფაევმა განაცხადა. როგორც ის აღნიშნავს, ამომრჩეველთა აქტივობა საკმაოდ დაბალია. „ხმა მივეცი ჩვენი ბავშვების მომავალს, ჩვენს სიმშვიდეს, სტაბილურობას, რათა ძლიერი ეკონომიკა იყოს და ემიგრანტები არ გვყავდეს. აქტივობა დაბალია, ხალხი ფიზიკურად არ არის, რომ მოვიდეს და ხმა მისცეს. ყველას მოვუწოდებ, ვინც სახლშია, მოვიდეს და...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ