მრავალეროვანი საქართველო: მარენულის რამდენიმე უბანზე ერთი და იგივე პირებმა განმეორებით მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა

412

5 საათის მონაცემებით, მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა 31 დარღვევა, აქედან 14 დარღვევა დაფიქსირდა მარნეულის ოლქში.

ამ დრომდე „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლების მიერ საარჩევნო კომისიებში შევიდა 5 საჩივარი, ხუთივე საჩივარი გადავიდა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში. ყველა საჩივარი დაწერილ იქნა მარნეულის ოლქში.

ბოლო საათების მონაცემებით მარნეულში შეინიშნება აგრესიული ფონის მატება, არჩევნებში ჩართულ პოლიტიკურ აქტორთა შორის.

გამოიკვეთა დამკვირვებლების მიმართ დაკვირვების უფლების შეზღუდვის შემთხვევები. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ მრავლად არიან წარმოდგენილნი პოლიტიკურ პარტიებთან აფილირებული სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლები, რის გამოც უბნებზე შეინიშნება განსაკუთრებული ხალხმრავლობა.

გამოვლენილი დარღვევები:

  1. N21 გარდაბნის მე-11 უბანზე, არაუფლებამოსილ პირს – სოფლის რწმუნებულს გადასატანი საარჩევნო ყუთისთვის გაატანეს 12 სპეციალური კონვერტი, რომელიც დამკვირვებლის მოთხოვნის საფუძველზე უკანვე დააბრუნეს.
  2. N22 მარნეულის მე-60 უბანზე, ამომრჩეველს არ გაუკეთდა მარკირება, დამკვირვებლის მოთხოვნის საფუძველზე ხარვეზი აღმოიფხვრა.
  3. N41ნინოწმინდის მე-60 უბანზე, არ ხდებოდა სადემონსტრაციო ოქმის შევსება, დამკვირვებლის მითითების შემდგომ ხარვეზი აღმოიფხვრა.
  4. N21 გარდაბნის მე-11 უბანზე, ამომრჩეველი, რომელიც სიის მიხედვით იმყოფებოდა საზღვარგარეთ, არ მიეცა კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება.
  5. N22 მარნეულის მე-4 საარჩევნო უბანზე, ამომრჩეველს რომელსაც ჰქონდა გაკეთებული მარკირება უფლება მისცეს კენჭისყრაში მიეღო მონაწილეობა, რაზეც დამკვირვებლის მიერ დაიწერა საჩივარი.
  6. N40 ახალქალაქის 54-ე უბანზე, ნაკადის მარეგულირებელმა ამომრჩეველი შემოუშვა პირადობის მოწმობის გარეშე, ხოლო რეგისტრატორმა ასევე პირადობის გარეშე გაუკეთა მარკირება, დამკვირვებლის მოთხოვნის საფუძველზე, არ ამ პირს არ მიეცა კენჭისყრაში მონაწილეობის საშუალება.
  7. N40 ახალქალაქის 54-ე უბანზე, დამკვირვებელს შეეზღუდა ჩანაწერთა წიგნში ჩანაწერის გაკეთების უფლება.
  8. N22 მარნეულის 78-ე უბანზე, დაფიქსირდა არაუფლებამოსილი პირების ყოფნა, რის გამოც დაიწერა საჩივარი.
  9. N4 კრწანისის 22-ე უბანზე, ამომრჩეველს კენჭისკრის კაბინაში დასახმარებლად შეყვა დამლაგებელი.
  10. N40 ახალქალაქის 68-ე უბანზე კაბინები არ იყო კედლისკენ მიბრუნებული, დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ აღმოიფხვრა დარღვევა.
  11. N4 კრწანისის მე-18 და მე19 უბნის ტერიტორიებზე შეინიშნებოდა ხალხმრავლობა რაც დამკვირვებლის მითითების შემდეგ აღმოიფხვრა.
  12. N22 მარნეულის 31-ე უბანზე, დამკვირვებელს შეეზღუდა დაკვირვების უფლება, კერძოდ არ მიეცა ფოტო და ვიდეო გადაღების უფლება.
  13. N22 მარნეულის 31-ე უბანზე, სპეციალურ სიაში, უბნის გახსნის დროს მითითებული იყო 17 ამომრჩეველი, ხოლო მოგვიანებით აღმოჩნდა 12 ამომრჩეველი.
  14. N6 სამგორის 75-ე უბანზე, გადასატანი ყუთის სიაში მყოფ ამომრჩეველს, მას შემდეგ რაც მან სიაში გააკეთა ხელმოწერა, კომისიის წევრმა არ მისცა კენჭისყრის განხორციელების უფლება, მისი განმარტებით არ არის შერაცხადი.
  15. კრწანისის N4 ოლქი, მე-5 უბანზე სადემონსტრაციო ოქმში არ იყო შეტანილი მიღებული ბიულეტენების რაოდენობა, დამკვირვებლის სიტყვიერი მითითების შემდეგ თავმჯდომარემ დარეკა ოლქში და გაარკვია რომ 1 050 მიიღო. (1 218 ამომრჩეველი ძირითად სიაში).
  16. N22 მარნეულის მე-14 უბანზე დამკვირვებლის მიმართ იყო დაშინების მცდელობა, მობილური ჯგუფის ჩარევის შემდეგ განიმუხტა.
  17. N22 მარნეულის 78-ე უბანზე დამკვირვებელს შეეზღუდა დაკვირვების უფლება.
  18. N22 მარნეულის N 65-ე უბანზე ადგილი ჰქონდა ბიულეტენების ჩაყრის მცდელობას, დამკვირვებელს არ აძლევდნენ უბანზე თავისუფლად გადაადგილების საშუალებას, აღმოიფხვრა დამკვირვებლის მითითების საფუძველზე.
  19. ახალქალაქის N 40 ოლქის უბანი N1 – უბნის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა არაუფლებამოსილი პირი, დამკვირვებლის მითითების საფუძველზე თავმჯდომარემ გააძევა უბნიდან.
  20. მარნეულის N 22 ოლქის N 6 უბანი – სამ შემთხვევაში მარკირებას არ ამოწმებდა ნაკადის მარეგულირებელი, დამკვირვებლის მითითების საფუძველზე თავმჯდომარემ გასცა შესაბამისი მითითება.
  21. 24 დმანისის პირველ უბნაზე ორ შემთხვევაში დაირღვა კენჭისყრის ფარულობა, ამომრჩევლებმა კენჭისყრის კაბინაში ბიულეტენს გადაუღეს ფოტო.
  22. 11 მე-40 უბანზე ნაკადის მარეგულირებელი არ ამოწმებდა პირადობის მოწმობა, დამკვირვებლის მითითების შემდეგ მან სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე დატოვა უბანი.
  23. ახალქალაქის 59-ე უბანზე სამი კომისიის წევრი იდგა ყუთის გარშემო.
  24. მარნეულის 79-ე უბანზე ამომრჩეველმა განმეორებით მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა.
  25. ნინოწმინდის მე-18 უბანზე, ამომრჩევლის მიერ ადგილი ჰქონდა აგიტაციას, კერძოდ ის ადგილზე იმყოფებოდა ქართული ოცნების ,,კეპით“. დამკვირვებლის მოწოდების შემდეგ დატოვა უბანი თუმცა გააგრძელა უბნის ტერიტორიაზე გადაადგილება.
  26. N40 ახალქალაქის 69-ე უბანზე რეგისტრატორმა ბიულეტენი გასცა პირადობის მოწმობის გარეშე, თავმჯდომარის მითითების საფუძველზე აღმოიფხვრა.
  27. N22 მარნეულის ოლქის N74 უბანზე დაირღვა ფარულობა (კაბინა განთავსებული იყო კედელთან დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ.
  28. N40 ახალქალაქის მე-12 უბანზე ერთი და იგივე პიროვნების არაერთხელ შემოყვანის მცდელობა.
  29. N22 მარნეულის მე-6 უბანზე ნაკადის მარეგულირებელმა 5-ჯერ არ შეამოწმა მარკირება.
  30. N 22 მარნეულის 88-ე საარჩევნო უბანზე, ხუთმა პირმა განმეორებით მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა, რაზეც დაიწერა საჩივარი, კენჭისყრის პროცესის შეწყვეტის მოთხოვნით.
  31. N 22 მარნეულის 79-ე საარჩევნო უბანზე, დაფიქსირდა განმეორებით კენჭისყრაში მონაწილეობა, რაზეც დაიწერა საჩივარი, კენჭისყრის პროცესის შეწყვეტის მოთხოვნით.
  32. N40 ახალქალაქის 38-ე უბანზე დაფიქსირდა სამი არაუფლებამოსილი პირის ყოფნა. რომლებიც არაერთი მოწოდების მიუხედავად არ ტოვებენ უბანს.
  33. N22 მარნეულის 48-ე უბანზე, დასაც 50-ზე მეტი ამომრჩეველი უბანზე შეუშვეს პირადობის მოწმობის გარეშე, მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებელს ფაქტის გაპროტესტების გამო დაატოვებინეს უბანი.