დარგალი: როგორც მოსალოდნელი იყო „ნაცმოძრაობის“ მხრიდან, პროვოკატორების ჯგუფმა დილიდან დაიწყო მცირე ინციდენტების ხელოვნურად შექმნა სხვადასხვა უბანზე

269

მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ დარგალი აცხადებს, რომ მარნეულში არჩევნები საკმაოდ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

„დასწრება 15:00 საათისთვის დაახლოებით 29%-ს შეადგენს. ყველა უბანზე სიმშვიდეა, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო „ნაცმოძრაობის“ მხრიდან, პროვოკატორების ჯგუფმა დილიდან დაიწყო მცირე ინციდენტების ხელოვნურად შექმნა სხვადასხვა უბანზე. ერთ-ერთი ასეთი ინციდენტი იყო ყიზილაჯლოს #48 უბანზე, როდესაც ისინი ადანაშაულებდნენ „ქართულ ოცნებას“ ფიზიკური დაპირისპირების მოწყობაში. მსგავსი რამ არ მომხდარა და ამის შემდეგ მათ გადაიყავნეს თავისი წარმომადგენელი საავადმყოფოში, რომელსაც ჰქონდა მხოლოდ მაღალი წნევა და არანაირი სხვა პრობლემა არ ჰქონია. ეს არის მოგონილი პროვოკაციული ქმედებები, რომელთა უკანაც დგას გიორგი მუმლაძე და მისი პროვოკატორების ჯგუფი. ისინი ცდილობენ შექმნან ფონი, თითქოს მარნეულში დაპირისპირება ხდება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი ემზადებოდნენ არა არჩევნებისთვის, არამედ 3 ოქტომბრისთვის“, – აცხადებს ზაურ დარგალი.