ხმაური იყო ზუგდიდის მე-19 საარჩევნო უბანთან – გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატის, ანზორ მელიას შტაბის წევრებმა ადგილზე მმართველი გუნდის მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი დააფიქსირეს.
კერძოდ, “ქართული ოცნების” აგიტატორები მომხრეებს ბენზინის ტალონებს ურიგებდნენ. ფაქტის გასაჯაროების შემდეგ, ადგილზე “ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი ზუგდიდში, მერაბ ქვარაია მივიდა, რასაც ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა.
“ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის წარმომადგენელმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა, თუმცა მომხდარზე სამართალდამცავებს რეაგირება არ ჰქონიათ.