ცესკოს სპიკერმა არ იცის, აგიტაციის წესის დარღვევისთვის დაჯარიმდება თუ არა პარლამენტის თავმჯდომარე

439

ცესკოს სპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არ აქვს ინფორმაცია, აგიტაციის წესის დარღვევისთვის დაჯარიმდება თუ არა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა.

როგორც ნათია იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, აგიტაციის წესის დარღვევა 2000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, თუმცა, საკითხზე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ უნდა იმსჯელოს.

„ვერ დაგიდასტურებთ, რომ დაჯარიმდა [პარლამენტის თავმჯდომარე]. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პრეროგატივაა ამ საკითხთან დაკავშირებით მოკვლევა აწარმოოს და მიიღოს გადაწყვეტილება. არ მქონია კომუნიკაცია საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან კომუნიკაცია, რადგან დატვირთულ რეჟიმში ვმუშაობთ. თუმცა, თუ ინტერესი იქნება, შეგვიძლია ამის გადამოწმება და ინფორმაციის მოწოდება“, – განაცხადა იოსელიანმა, ასევე განმარტა, რომ აგიტაციის წესის დარღვევა 2000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად პარტიის სიმბოლიკიანი პირბადით მივიდა. მოგვიანებით კუჭავამ განმარტა, რომ სიჩქარეში პირბადისთვის ყურადღება არ მიუქცევია და იცის, რომ დარღვევისთვის სავარაუდოდ, ჯარიმის გადახდაც მოუწევს.