მარნეულში „ნაცმოძრაობის“კანდიდატი: ყიზილაჯლოში „ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი ჩვენს წევრს ფიზიკურად გაუსწორდა, არც კი დაუკითხავთ ის პირი

267

ხმა მივეცი მშვიდობიან საქართველოს, პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, რომელიც მშვიდობის მომტანია,- ამის შესახებ მარნეულში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ელდარ მუსტაფაევმა განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, ამომრჩეველთა აქტივობა საკმაოდ დაბალია.

„ხმა მივეცი ჩვენი ბავშვების მომავალს, ჩვენს სიმშვიდეს, სტაბილურობას, რათა ძლიერი ეკონომიკა იყოს და ემიგრანტები არ გვყავდეს. აქტივობა დაბალია, ხალხი ფიზიკურად არ არის, რომ მოვიდეს და ხმა მისცეს. ყველას მოვუწოდებ, ვინც სახლშია, მოვიდეს და არჩევანი დააფიქსიროს, რომ ჩვენი ხმები არ გააყალბონ. მარნეულის რაიონში ბევრი დარღვევა იყო, მაგალითად, ყიზილაჯლოში „ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობის” წევრს ფიზიკურად გაუსწორდა. არც კი დაუკითხავთ ის პირი”,- განაცხადა მუსტაფაევმა.