ე.წ. ძველი ბიჭების მობილიზება მცხეთაში – მე-6 საოლქო საარჩევნო უბანთან კრიმინალებს ბლოკპოსტები აქვთ მოწყობილი და აშინებენ ოპოზიციის ამომრჩევლებს, რათა მათ ხმა არ მისცენ “ოცნების” ოპონენტებს, ან არჩევნებში საერთოდ არ მიიღონ მონაწილეობა.
“ტვ პირველის” კორესპონდენტის ინფორმაციით, ამომრჩეველი “ძველ ბიჭებთან” კონსულტაციის შემდეგ ახერხებს საარჩევნო უბანზე შესვლას.
,,ნაცმოძრაობის” წარმომადგენელმა სიტუაციაში გასარკვევად ადგილზე პოლიცია გამოიძახა, რამაც ე.წ. კრიმინალებში უკმაყოფილება გამოიწვია.
“პირველების” ჟურნალისტმა ე.წ. ქუჩის ბიჭებს კითხვა დაუსვა, რატომ იმყოფებოდნენ საარჩევნო უბანთან.
“აქ მაინტერესებს ყოფნა, ბუნებით ვტკბები, აქ ვცხოვრობ, ამ უბანში, არავის ვაკვირდებით, უბრალოდ ვდგავართ” – აცხადებენ ისინი.
“ტვ პირველის” კორესპონდენტის ცნობით, მცხეთაში სულ 6 საარჩევნო უბანია და ყველა მათგანში ხმის მიცემის პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს.