იმედინიუსი: ზუგდიდის ყოფილი გამგებელი ალექსანდრე ქობალია და კუდის ყოფილი უფროსი რუსლან შამახია ამომრჩევლების დაშინებას ცდილობენ

738

ზუგდიდის ყოფილი გამგებელი და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური წევრი ალექსანდრე ქობალია, ზუგდიდის სოფლებში კუდის ყოფილ უფროსთან, არაერთი გახმაურებული საქმის ფიგურანტ რუსლან შამახიასთან ერთად გადაადგილდება. ისინი ამომრჩევლებს აშინებენ და სიტუაციის არევას ცდილობენ. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

შამახია და ქობალია #90 უბანზეც მივიდნენ და მოქალაქეების დაშინება სცადეს, ისინი ადამიანებს მოუწოდებენ ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შურისძიებით ემუქრებიან. ქობალია და შამახია უბნებზე შესვლას ყოველგვარი საარჩევნო მოწმობის გარეშე ცდილობენ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ალექსანდრე ქობალიას დავალებული აქვს, აქტივისთვის მათი მოწინააღმდეგე ადამიანები აღრიცხოს. ქობალია უკვე იმყოფებოდა ახალკახათში, კახათში, ანაკლიასა და დარჩელში. ალექსანდრე ქობალიამ და რუსლან შამახიამ რამდენიმე დღის წინ ზედაეწერის საარჩევნო უბნის უფროსის, გოჩა ელერჯიას დაშინებაც სცადეს. ისინი კომისიის უფროსს გვიან ღამით სახლში დაადგნენ და მითითებები მისცეს, რომ „ქართულ ოცნებას“ უბანზე არ უნდა გაამარჯვებინოს.