“სამოქალაქო საარჩევნო კომისიის” ინფორმაციით, წყალტუბოს ოლქის 66-ე უბანზე სოფლის რწმუნებული დამკვირვებლის სტატუსით იმყოფება. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
ორგანიზაციის განცხადებით, სავარაუდოდ დარღვეულია საარჩევნო კოდექსის მუხლი 39, პუნქტი 4.
ცნობისთვის, ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები 08:00 საათიდან დაიწყო. ამ დორისთვის არასამთავრობოებს, ოპოზიციას და სხვა დამკვირვებლებს არაერთი დარღვევა აქვთ დაფიქსირებული.