500 ლარი ხმების სანაცვლოდ და “ქორწილის სიები” საარჩევნო უბნებთან – დარღვევები იმერეთში

524

“ჩემი და შენი ქორწილის სია მაქ”… “რა უნდა მოხდეს ისეთი რაც არ მომხდარა ამ ქვეყანაზე” – ასეთი პასუხები აქვთ “ქართული ოცნების” კოორდინატორებს იმერეთში. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.

კოორდინატორები, რომლებიც საარჩევნო უბნებთან არიან მობილიზებული, რაც კანონდარღვევაა, სხვადასხვა მიზეზებს ასახელებენ, რატომ დგანან იქ სიებით.

“მთავარი არხისთვის” ცნობილი ხდება, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლები იმერეთში,
წუხელ მთელი ღამის განმავლობაში კარდაკარ დადიოდნენ და ქართული ოცნებისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ  კონკრეტულ თანხას არიგებდნენ.

მთავარმა არხმა მოიპოვა ვიდეო მასალა, თუ როგორ სთავაზობდნენ 500 ლარს ადგილობრივებს მმართველი გუნდის მხარდამჭერები.