ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე უარყოფს, რომ მას კოორდინატორებთან რაიმე ურთიერთობა ჰქონდა

367

წინა სტატია

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კობა გაბუნია უარყოფს, რომ მას საარჩევნო პროცესებში ჩარევის მიზნით კოორდინატორებთან რაიმე ურთიერთობა ჰქონდა, – ამის შესახებ კობა გაბუნიამ „ქრონიკას“ განუცხადა.

აღნიშნულით მან უარყო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის ხატია დეკანოიძის განცხადება, რომ გაბუნია დაფიქსირებულია ფოტოზე, სადაც იგი ჩანს, როგორ აქტიურად თანამშრომლობს კოორდინატორებთან და 124-ე საარჩევნო უბანს მეთვალყურეობს.

„ეს არის სრული სიცრუე და ცილისწამება. მე ვიმყოფებოდი ჩემი სახლის წინ მამასთან და მეზობელთან ერთად. გამოქვეყნებულ ფოტოზე ეს სიუჟეტია სწორედ. შესაბამისად, არავითარი საარჩევნო საკითხებზე კოორდინაცია არ ყოფილა. ეს არის ცილისწამება და აუცილებლად დაისჯება“, – განაცხადა გაბუნიამ.