“პატრიოტთა ალიანსის” რუსთავის მერობის კანდიდატი: რუსთავში საარჩევნო პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს
პარტია "პატრიოტთა ალიანსის" რუსთავის მერობის კანდიდატის, თორნიკე არევაძის განცხადებით, რუსთავში საარჩევნო პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს.
"რუსთავში საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს დიდი დარღვევებით. თითქმის ყველა უბანზე დავაფიქსირეთ სხვადასხვა სახის დარღვევა. როდესაც ამომრჩევლები შედიან უბანზე და აფიქსირებენ საკუთარ არჩევანს რიგის მომწესრიგებლები ხმამაღლა აცხადებენ მათ სახელსა და გვარს. კოორდინატორები და წარმომადგენლები, რომლებიც აღწურვილები არიან ყურსასმენებითა და მიკროფონებით გადასცემენ ამ სახელებსა და გვარებს. აგრეთვე დაფიქსირებული გვაქვს...
საარჩევნო კაბინებთან დამონტაჟებული ვიდეო კამერები არის გამორთული",- ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის N20 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გაგა აფციაურმა განუცხადა.
მისი თქმით, საარჩევნო უბნები განთავსებულია სხვადასხვა სკოლაში, სადაც დამონტაჟებულია ვიდეო კამერები და მათ ამ კამერების მოხსნის უფლება არ აქვთ, რადგან ის განათლების სამინისტროს კუთვნილებაა, თუმცა კენჭისყრის დღეს კამერების გათიშვა ხდება.
შეგახსენებთ, რომ "გახარია საქართველოსთვის" რუსთავის მერობის კანდიდატმა, ბექა ლილუაშვილმა...
ლაგოდეხის მე-15 საარჩევნო ოლქში 6 საჩივარი დაიწერა. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
საოლქო-საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის, გიორგი დარბაიძეს თქმით, საჩივრები ძირითადად პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა და მალევე გამოსწორდა.
,,საჩივრები დაიწერა ლაგოდეხის მე-5, 31-ე, მე-11, მე-19, მე-12 და მეოცე უბნებზე, საიდანაც ოლქში მხოლოდ 4 საჩივარია წარმოდგენილი. ორი მათგანი ჩვენ საერთოდ არ გვეხებოდა, უბნის გარეთ ტარდებოდა ეგზიტპოლები და ეგონათ, რომ აგიტაციას ჰქონდა ადგილი. ერთი ეხებოდა...
„ვაკვირდებით, რომ მიმდინარეობს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების მობილიზება სხვადასხვა ლოკაციაზე, სადაც ხედავენ, რომ ისინი არჩევნებს აგებენ. რუსთავში ჩასულები არიან მერაბიშვილი, შაშკინი, ხაბეიშვილი, ჭანკოტაძე და, როგორც ჩანს, არის რისკი, რომ იქ გარკვეულ პროვოკაციებს ჰქონდეს ადგილი. ასევე, დმანისში, სოფელ ირგანჩაიში, ბატონი ოქრიაშვილი მიემგზავრება ტელევიზიებთან ერთად და აქაც არის რისკი, რომ იყოს პროვოკაცია“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
შალვა პაპუაშვილის...
პარტია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი, ანა ბუჩუკური ამბობს, რომ სენაკში მე-14 საარჩევნო უბანზე პირი ალკოჰოლურ სასმელს არიგებს.
"სენაკში, მე-14 საარჩევნო უბანზე, კერძოდ დევნილთა დასახლებაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თანამშრომელი არიგებს ალკოჰოლურ სასმელს, განსაკუთრებით ყურადსაღებია გადასატან ყუთებთან მიმართებით სხვადასხვა რეგიონში დაფიქსირებული დარღვევის ფაქტები, რაც უკვე სისტემურ ხასიათს ატარებს, კერძოდ, დაფიქსირდა, რომ გადასატანი ყუთი დაბრუნდა საარჩევნო უბანზე, ხოლო შემდეგ ისევ გაიტანეს", — აცხადებს...
ქუთაისში ოპოზიის დიდი ნაწილის მერობის კანდიდატის ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, ქუთაისში, უბნების დიდ ნაწილში შუქი გათიშეს.
დეკანოიძეს პოსტის კომენტარებში უწერენ, რომ დენი რუსთავის ზოგიერ უბანშიც გამორთეს.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 41.35% შეადგინა. ეს 1 446 218 ადამიანია.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში გამართულ ბრიფინგზე თამარ კორძაიამ დარღვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, დიდუბის მე-15 საარჩევნო უბანზე 12 საათისთვის აღმოაჩინეს, რომ საარჩევნო ყუთი დალუქული არ იყო, რაზეც საჩივარი უკვე დაწერეს.
"დიდუბეში, მე-15 საარჩევნო უბანზე 12 საათვისთვის აღმოჩენილ იქნა, რომ არ იყო დალუქული საარჩევნო ყუთი, რაზეც უკვე დაწერილია საჩივარი. იგივე მოხდა დედოფლისწყაროშიც, რის გამოც ვითხოვთ აღნიშნული შედეგების გაუქმებას", — განაცხადა კორძაიამ.
მისივე თქმით, პრობლემურია ისიც,...
ადიგენში, სოფელ ვარხნის N7 საარჩევნო უბანზე„ საზოგადოებრივი გაერთიანება ჯერ საქართველოს“ წარმომადგენელმა, მზია კბილაშვილმა ერთ–ერთ ამომრჩეველს, სანამ კაბინაში შევიდოდა უთხრა – „აბა შენ იცი ლამაზო, შემოხაზე ოთხი და ერთი“.
აღნიშნულ საკითხზე კომისიის თავმჯდომარეს რეაგირება არ მოუხდენია. მოგვიანებით მზია კბილაშვილმა „სამხრეთის კარიბჭეს“ ჟურნალისტთან უარყო, რომ ამომრჩეველს „ქართული ოცნების“ კანდიდატის შემოხაზვა ურჩია, „ვაიმე, ცილს მწამებთ, გინდათ რაღაცის აგორება“.
სწორედ აღნიშნულ უბანზე მიმდინარე დარღვევებზე საუბრობს „ერთიანი ნაციონალური...
ერთიანი ნაციონალური მოძრაობაში აცხადებენ, რომ მარნეულში, 56-ე საარჩევნო უბნიდან გატანილი დახეული ბიულეტინები საპირფარეშოში იპოვეს, რომლებზეც 5-იანი იყო შემოხაზული.
"ეს არის კანონდარღვევა და ვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას", — აღნიშნა კორძაიამ.
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ აღნიშნულის დადასტურების მიზნით ფოტომასალაც გაავრცელა.
ვალეში, კულტურის სახლის მიმდებარედ, იქ სადაც N10 უბანია განთავსებული, ახალციხის ციხის დირექტორი დავით ტაბატაძე ვალეში მერის წარმომადგენელთან, ელიოზ ბარბლიშვილთან ერთად, არჩევნებზე მისულ პირებს აღრიცხავენ. ორივე მათგანი ამბობს, რომ დაწესებულ რეგულაციებს იცავს და უბნიდან 100 მეტრის მოშორებით იმყოფება. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
„მაქვს სია, სადაც ჩემი მხარდამჭერებია აღნიშნული. სახელებით და გვარებით, სიას ვერ განახებ, რადგან შენ მიხვდები ვინ არის ჩემი...
პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრის, დეპუტატ ანა ბუჩუკურის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებზე, 17:00 საათის მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელების მიერ დაფიქსირებულ დარღვევებზე დაიწერა 150-მდე საჩივარი.
„განსაკუთრებული ყურადღება გვინდა გავამახვილოთ მოსყიდვის ფაქტებზე, რასაც აქვს სისტემური ხასიათი, რისი ამსახველი არაერთი ვიდეომასალა უკვე გავრცელდა მედიასაშუალებებშიც, მათ შორის.
სენაკში, მე-14 საარჩევნო უბანზე (დევნილთა დასახლება) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თანამშრომელი ალექსანდრე ჩიკვაიძე არიგებს ალკოჰოლურ სასმელს.
განსაკუთრებით ყურადსაღებია გადასატან...
თბილისში, ნაძალადევის რაიონის ერთ-ერთი საარჩევნო უბნის დამკვირვებლის, მარიამ პაიჭაძის ინფორმაციით, კომისიის წევრმა შემთხვევით ხელზე ანტისეპტიკის ნაცვლად, მარკირების სითხე დაისხა და ამის გამო ხმის მიცემას ვეღარ ახერხებს იმ უბანში, სადაც ამომრჩევლად არის რეგისტრირებული.
როგორც მარიამი გვიყვება, როცა კომისიის წევრმა თავისი შეცდომა გააცნობიერა, უკვე გვიანი იყო: სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ამ უნებლიე შემთხვევას მოწმეები ჰყავდა, თავის უბანში ხმის მიცემას ვეღარ შეძლებს.
დამკვირვებლისვე ინფორმაციით,...
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოში, 41-ე უბანში 100 ადამიანი შეიყვანეს უბანზე, რომლებიც ამომრჩეველთა სიაში არ არიან და ხმა მიაცემინეს - ამის შესახებ ინფორმაციას "აი ფაქტის" ჟურნალისტი, აიდან იუსიფი აქვეყნებს.
"გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოში, 41-ე უბანში 100 ადამიანი შეიყვანეს უბანზე, რომლებიც ამომრჩეველთა სიაში არ არიან და ხმა მიაცემინეს. უბანზე მხოლოდ 2 დამოუკიდებელი დამკვირვებელია. კომისიის თავმჯდომარე: კაზანფარ კულამოვი. სამართლიანი არჩევნები (ISFED); საქართველოს ცენტრალური...
17:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 41,35% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 1 446 218 ამომრჩეველია, - ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
ცესკო ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდებს, ვინაიდან კენჭისყრის დასრულებამდე 2 საათზე ნაკლები რჩება.
კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება. რის შემდეგაც წილისყრით გამოვლინდებიან მთვლელები, კომისიის წევრები დაითვლიან ხელმოწერების რაოდენობას ყველა სახის ამომრჩეველთა სიებში, გარკვეული სახის დოკუმენტაცია დაილუქება, ამის შემდეგ დაიწყება...
სისხლიანი დაპირისპირება მარნეულში. რამდენიმე წუთის წინ, ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი, "ქართული ოცნების" დამკვირვებელმა, ცივი იარაღით დაჭრა. ინციდენტი სოფელ დაშთაფაში მოხდა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
როგორია დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისთვის უცნობია. ის მარნეულის კლინიკაშია გადაყვანილი.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. როგორც ადგილიდან ჩვენი კორესპონდენტი იუწყება, "ქართული ოცნების" წარმომადგენელი დაკავებულია.
"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ფეისბუქზე მიმართავს, რომ რეპერტუარი მზად აქვს და შეხვდება "საუნჩეკზე" ოცნების ოფისის წინ.
"7 ზე შევხვდეთ საუნდჩეკზე, ოცნებამ სცენის აწყობა დაამთავრა, რეპერტუარი მზადაა" - წერს ხაზარაძე.
შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან ზურაბ გირჩი ჯაფარიძე გიტარით მაშინ მივიდა, როცა “ქართული ოცნების“ ოფისის წინ სცენის მონტაჟი მიმდინარეობდა. ჯაფარიძემ დაიბარა, რომ 7 საათზე “საუნდჩეკზე“ დაბრუნდება.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































