“ნაცმოძრაობა” : უბნიდან გატანილი დახეული ბიულეტინები საპირფარეშოში აღმოვაჩინეთ

715

ერთიანი ნაციონალური მოძრაობაში აცხადებენ, რომ მარნეულში, 56-ე საარჩევნო უბნიდან გატანილი დახეული ბიულეტინები საპირფარეშოში იპოვეს, რომლებზეც 5-იანი იყო შემოხაზული.

“ეს არის კანონდარღვევა და ვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას”, — აღნიშნა კორძაიამ.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ აღნიშნულის დადასტურების მიზნით ფოტომასალაც გაავრცელა.