რუსთავის N20 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე: “საარჩევნო კაბინებთან დამონტაჟებული კამერები გამორთულია

440

საარჩევნო კაბინებთან დამონტაჟებული ვიდეო კამერები არის გამორთული“,- ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” რუსთავის N20 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გაგა აფციაურმა განუცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო უბნები განთავსებულია სხვადასხვა სკოლაში, სადაც დამონტაჟებულია ვიდეო კამერები და მათ ამ კამერების მოხსნის უფლება არ აქვთ, რადგან ის განათლების სამინისტროს კუთვნილებაა, თუმცა კენჭისყრის დღეს კამერების გათიშვა ხდება.

შეგახსენებთ, რომ “გახარია საქართველოსთვის” რუსთავის მერობის კანდიდატმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რომ საარჩევნო პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს. მისი თქმით, მათ შორის იყო ფარულობის დარღვევაც, რადგან საარჩევნო კაბინები განთავსებულია ისეთ ადგილას, სადაც ვიდეო კამერებია დამონტაჟებული.