დეკანოიძე: ქუთაისში, უბნების დიდ ნაწილში შუქი გამორთეს

316

ქუთაისში ოპოზიის დიდი ნაწილის მერობის კანდიდატის ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, ქუთაისში, უბნების დიდ ნაწილში შუქი გათიშეს.

დეკანოიძეს პოსტის კომენტარებში უწერენ, რომ დენი რუსთავის ზოგიერ უბანშიც გამორთეს.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 41.35% შეადგინა. ეს 1 446 218 ადამიანია.