თბილისში, ნაძალადევის რაიონის ერთ-ერთი საარჩევნო უბნის დამკვირვებლის, მარიამ პაიჭაძის ინფორმაციით, კომისიის წევრმა შემთხვევით ხელზე ანტისეპტიკის ნაცვლად, მარკირების სითხე დაისხა და ამის გამო ხმის მიცემას ვეღარ ახერხებს იმ უბანში, სადაც ამომრჩევლად არის რეგისტრირებული.
როგორც მარიამი გვიყვება, როცა კომისიის წევრმა თავისი შეცდომა გააცნობიერა, უკვე გვიანი იყო: სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ამ უნებლიე შემთხვევას მოწმეები ჰყავდა, თავის უბანში ხმის მიცემას ვეღარ შეძლებს.
დამკვირვებლისვე ინფორმაციით, ამ ფაქტმა საარჩევნო უბანში ყველა კარგ ხასიათზე დააყენა, მათ შორის, კომისიის აღნიშნული წევრიც.