თამარ კორძაია: დიდუბეში, ისევე როგორც დედოფლისწყაროში, საარჩევნო ყუთი დალუქული არ იყო

253

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში გამართულ ბრიფინგზე თამარ კორძაიამ დარღვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, დიდუბის მე-15 საარჩევნო უბანზე 12 საათისთვის აღმოაჩინეს, რომ საარჩევნო ყუთი დალუქული არ იყო, რაზეც საჩივარი უკვე დაწერეს.

“დიდუბეში, მე-15 საარჩევნო უბანზე 12 საათვისთვის აღმოჩენილ იქნა, რომ არ იყო დალუქული საარჩევნო ყუთი, რაზეც უკვე დაწერილია საჩივარი. იგივე მოხდა დედოფლისწყაროშიც, რის გამოც ვითხოვთ აღნიშნული შედეგების გაუქმებას”, — განაცხადა კორძაიამ.

მისივე თქმით, პრობლემურია ისიც, რომ სპეციალურ სიებში და კოვიდსიებში რეგისტრირებული ამომრჩევლები ძირითად უბნებზე აძლევენ ხმას.

“ეს ქმნის პირობებს, რომელიც ერთ ადამიანს ორჯერ ხმის მიცემის შესაძლებლობას აძლევს. ვაკეში გადასატანი ყუთის სიაში რეგისტრირებულმა ამომრჩეველმა, ძირითად უბანზეც მისცა ხმა. 43-ე უბანზე კომისიის წევრი უნდა ყოფილიყო სპეცსიაში, მაგრამ გადავიდა გვერდზე უბანზე და მისცა ხმა. მოვითხოვთ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საუბნო კომისიებს დაავალოს მითითებების გაცემა”, — განაცხადა მან.