17:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 41,35% შეადგინა – ცესკო

564

17:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 41,35% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 1 446 218 ამომრჩეველია, – ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

ცესკო ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდებს, ვინაიდან კენჭისყრის დასრულებამდე 2 საათზე ნაკლები რჩება.

კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება. რის შემდეგაც წილისყრით გამოვლინდებიან მთვლელები, კომისიის წევრები დაითვლიან ხელმოწერების რაოდენობას ყველა სახის ამომრჩეველთა სიებში, გარკვეული სახის დოკუმენტაცია დაილუქება, ამის შემდეგ დაიწყება საარჩევნო ყუთების გახსნა და ბიულეტენების დათვლა.

3 200 საარჩევნო უბანზე, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 300-ზე მეტია, ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება დაიწყება, რაც გარკვეულწილად ასევე ზრდის დათვლის პროცედურების ხანგრძლივობას.