„ვაკვირდებით, რომ მიმდინარეობს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების მობილიზება სხვადასხვა ლოკაციაზე, სადაც ხედავენ, რომ ისინი არჩევნებს აგებენ. რუსთავში ჩასულები არიან მერაბიშვილი, შაშკინი, ხაბეიშვილი, ჭანკოტაძე და, როგორც ჩანს, არის რისკი, რომ იქ გარკვეულ პროვოკაციებს ჰქონდეს ადგილი. ასევე, დმანისში, სოფელ ირგანჩაიში, ბატონი ოქრიაშვილი მიემგზავრება ტელევიზიებთან ერთად და აქაც არის რისკი, რომ იყოს პროვოკაცია“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის, საარჩევნო უბნებზე ძალადობის რაიმე სერიოზული შემთხვევა არ გამოვლენილა.
„მშვიდ გარემოში ჩაიარა დღემ. სულ 9 ინციდენტი დავაფიქსირეთ და 9-ვე ამოწურულია. არცერთი ინციდენტის შემთხვევაში ძალადობა არ ყოფილა, ყველა ინციდენტი სიტყვიერი შელაპარაკების დონეზე მიმდინარეობდა. უბნების საერთო რაოდენობიდან, ესაა 0,3%“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ის მხარდამჭერებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ აუცილებელია, პროვოკაციებს არავინ აჰყვეს.