ბუჩუკური: სენაკში, საარჩევნო უბანზე პირი ალკოჰოლურ სასმელს არიგებს

377

პარტია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი, ანა ბუჩუკური ამბობს, რომ სენაკში მე-14 საარჩევნო უბანზე პირი ალკოჰოლურ სასმელს არიგებს.

“სენაკში, მე-14 საარჩევნო უბანზე, კერძოდ დევნილთა დასახლებაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თანამშრომელი არიგებს ალკოჰოლურ სასმელს, განსაკუთრებით ყურადსაღებია გადასატან ყუთებთან მიმართებით სხვადასხვა რეგიონში დაფიქსირებული დარღვევის ფაქტები, რაც უკვე სისტემურ ხასიათს ატარებს, კერძოდ, დაფიქსირდა, რომ გადასატანი ყუთი დაბრუნდა საარჩევნო უბანზე, ხოლო შემდეგ ისევ გაიტანეს”, — აცხადებს ბუჩუკური.