პარტია “პატრიოტთა ალიანსის” რუსთავის მერობის კანდიდატის, თორნიკე არევაძის განცხადებით, რუსთავში საარჩევნო პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს.
“რუსთავში საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს დიდი დარღვევებით. თითქმის ყველა უბანზე დავაფიქსირეთ სხვადასხვა სახის დარღვევა. როდესაც ამომრჩევლები შედიან უბანზე და აფიქსირებენ საკუთარ არჩევანს რიგის მომწესრიგებლები ხმამაღლა აცხადებენ მათ სახელსა და გვარს. კოორდინატორები და წარმომადგენლები, რომლებიც აღწურვილები არიან ყურსასმენებითა და მიკროფონებით გადასცემენ ამ სახელებსა და გვარებს. აგრეთვე დაფიქსირებული გვაქვს დარღვევები მე-8, მე-12, მე-14 უბნებზე, მათ მიმდებარე ტერიტორიებზე დგანან კოორდინატორები დისტანციის დარღვევით, რომლებიც აქვს სიები და აკეთებენ ამომრჩევლების აღრიცხვას და მათზე ახდენენ ზეწოლას”,- განაცხადა თორნიკე არევაძემ.
არევაძის თქმით, საარჩევნო უბნებზე მათი წარმომადგენლები დარღვევებს აფიქსირებენ, თუმცა დარღვევებზე რეაგირება არ ხდება.