ლაგოდეხის მე-15 საარჩევნო ოლქში 6 საჩივარი დაიწერა. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
საოლქო-საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის, გიორგი დარბაიძეს თქმით, საჩივრები ძირითადად პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა და მალევე გამოსწორდა.
,,საჩივრები დაიწერა ლაგოდეხის მე-5, 31-ე, მე-11, მე-19, მე-12 და მეოცე უბნებზე, საიდანაც ოლქში მხოლოდ 4 საჩივარია წარმოდგენილი. ორი მათგანი ჩვენ საერთოდ არ გვეხებოდა, უბნის გარეთ ტარდებოდა ეგზიტპოლები და ეგონათ, რომ აგიტაციას ჰქონდა ადგილი. ერთი ეხებოდა იმას, რომ ცოტა გვიან გაიხსნა საარჩევნო უბანი და თქვეს, რომ საარჩევნო პროცედურები ვერ მოასწრეს. ასევე ერთი საჩივარი ეხებოდა იმას, რომ ამომრჩეველს რეგისტრატორის მიერ არ დაესხა მარკირების სითხე კარგად, ძირითადად არის პროცედურული დარღვევები და ყველაფერი მოგვარებული”,- განაცხადა გიორგი დარბაიძემ.