თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისი ბათუმს 500,000 ლარით დაეხმარება. შესაბამის თანხას თბილისის მერია ბათუმს იმ სახსრებიდან გადაურიცხავს, რაც 24 ოქტომბერს თბილისობის სატელევიზიო ღონისძიებაზე უნდა დახარჯულიყო. „ტრაგედია, რომელმაც მთელი ქვეყანა გააერთიანა, ყველას საერთო ტკივილია. თბილისი არის ქალაქი, რომელმაც არაერთხელ აჩვენა გაჭირვების დროს გვერდით დგომისა და სოლიდარობის მაგალითი. დღესაც, ამ მძიმე წუთებში, თბილისი დგას ბათუმის გვერდით. ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, ღონისძიება, რომელიც სატელევიზიო...
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი მასშტაბური აქცია დააანონსა. როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, აქციის მთავარ მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება იქნება. მელიას თქმით, აქცია თბილისში, 14 ოქტომბერს არის დაგეგმილი. ის მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ თავისუფლების მოედანზე, 18:00 საათზე მივიდნენ. "უნდა შევიკრიბოთ ძალიან, ძალიან ბევრი თბილისში, 14 ოქტომბერს, 18:00 საათზე. იმდენი უნდა შევიკრიბოთ, როგორც არასდროს, გავლილი 10 წლის განმავლობაში არ შევკრებილვართ. მთავარი მიზეზი შეკრების...
"ქართული ოცნების" განცხადებით, ბათუმში ნგრევის გამო 12 ოქტომბრამდე ყველა საარჩევნო-პოლიტიკურ აქტივობას შეწყვეტს. "ბათუმში დატრიალებულმა უმძიმესმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუსამძიმრემთ დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს. დღეს თითოეული ქართველი გლოვობს. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ქართული ოცნება 12 ოქტომბრამდე ყველა საარჩევნო-პოლიტიკურ აქტივობას წყვეტს. არ შეიძლება ხაზი არ გავუსვათ სამაშველო ოპერაციაში ჩართული თითოეული ადამიანისა და სამსახურის განსაკუთრებულ თავდადებას. უდიდეს მადლობას ვუხდით მაშველებს თავგანწირვისთვის", - წერია "ქართული ოცნების" განცხადებაში. მანამდე საარჩევნო...
ენმ-ის ბათუმის მერობის კანდიდატი, გიორგი კირთაძე ამბობს, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის ნგრევის და დატრიალებული ტრაგედიის გამო საარჩევნო კამპანიას დროებით შეაჩერებს. კირთაძე ბათუმის მერობისთვის ბრძოლას ქართული ოცნების კანდიდატის წინააღმდეგ მეორე ტურში აგრძელებს.  მან ფეისბუქზე დაწერა: "ჩვენს ქალაქში უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა. ბათუმი დაღუპულ თანამოქალაქეებს გლოვობს. ახლა, პაექრობის და პოლიტიკური განცხადებების დრო არ არის. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, დროებით შევაჩეროთ საარჩევნო კამპანია. ვუსამძიმრებ ოჯახებს, ბათუმს და სრულიად საქართველოს. არ...
საქალაქო სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ საჩივარი ისანში 2 უბნის გახსნის შესახებ არ დააკმაყოფილა. ბესიკ დონაძის თქმით, მე-16 და 26-ე უბნების გახსნაზე საჩივარი არც საოლქო საარჩევნო კომისიამ დააკმაყოფილა და არც სასამართლოს პირველმა ინსტანციამ. "ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა იყო ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მე-16 და 26-ე უბნის გახსნა, აღნიშნული მოთხოვნა, ჯერ საჩივარი, საოლქო საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა, შემდეგ ჩვენ შემოვედით და გავასაჩივრეთ სასამართლოში პირველ ინსტანციაში,...
ცესკოს თავმჯდომარის რეკომენდაციის გათვალისწინებით, 258 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები გადაითვალა, - ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის გადათვლის დეტალური სტატისტიკა საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დამუშავების შემდეგ საზოგადოებისთვის უმოკლეს ვადებში იქნება ხელმისაწვდომი და ცესკო-ს ვებ-გვერდზე იქნება ატვირთული. “3 საარჩევნო ოლქში - დმანისში, წყალტუბოსა და მარტვილში ქვორუმი არ შედგა. შესაბამისად, აღნიშნული ოლქების...
"ევროპული საქართველოს" და საერთო ოპოზიციის შეთანხმებულმა მაჟორიტარობის კანდიდატმა ისანში ბესიკ დონაძემ, საბურთალოს 33-ე უბნის გახსნის მოთხოვნით საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მისი თქმით, #33 უბანზე პროცედურული დარღვევები დაფიქსირდა. დონაძის განცხადებით, აღნიშნულ უბანზე „ევროპულ საქართველოს“ ნამდვილად აქვს ხმა მიღებული, თუმცა ოქმში 0 ხმა უწერია. „"ევროპული საქართველო" საქალაქო სასამართლოს მიმართავს სარჩელით, რომელიც საბურთალოს 33-ე უბანს ეხება, სადაც ოქმი დაუბალანსებელი და „ევროპულ საქართველოს“ უწერია 0 ხმა,...
ოლქებმა გადათვალეს წინასწარ შერჩეული 3-4 უბანი, მაშინ, როდესაც იმ ოლქებში უფრო პრობლემური უბნებიც არსებობდა, ამან კი ვერ მოხსნა საზოგადოებაში არსებული კითხვის ნიშნები, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სიორიძემ განაცხადა. კითხვაზე, რამდენი უბნის გადათვლა არის საკმარისი, სიორიძე პასუხობს: „იმდენი, რამდენიც დემოკრატიას სჭირდება”. „2 დღის წინ, ცესკოს სხდომაზე გავაკეთე განცხადება და საოლქო საარჩევნო კომისიებს მოვუწოდე საკუთარი თავისი ინიციატივით გადაეთვალათ საარჩევნო უბნები, რათა...
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლები მოითხოვენ, ყველა იმ საარჩევნო უბნის ხმები გადათვალონ, სადაც დისბალანსი და უფრო მეტი ბათილი ბიულეტენი იყო. როგორც ცესკო-ში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ ბრიფინგზე განაცხადა, საერთო ჯამში, "ნაციონალურ მოძრაობას" დაახლოებით 1000 უბანზე აქვს საჩივარი შეტანილი. "მოვითხოვთ ყველა ასეთი უბნის გადათვლას. გუშინ, ცესკოს თავმჯდომარის ინიციატივით საოლქო - საარჩევნო კომისიებმა მხოლოდ ის არაპრობლემური უბნები შეარჩიეს, სადაც შედეგი არ შეიცვლებოდა", -...
შემდეგი სტატია ბათუმის საქალაქო სასამართლომ კორპუსის ნგრევის გამო დაკავებულ სამივე პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულები არიან კორპუსის პირველ სართულზე ერთ-ერთი ბინის მეპატრონე და 2 მუშა. ადვოკატები პროკურატურის ვერსიას არ ეთანხმებოდნენ და აცხადებნენ, რომ ექსპერტიზის დასკვნამდე დაკავებულების პატიმრობაში დატოვება არ უნდა მომხდარიყო, თუმცა მოსამართლემ მათი პოზიცია არ გაიზიარა. ადვოკატებმა ასევე თქვეს, რომ მუშები, რომლებიც ბინაში მუშაობდნენ, უარყოფენ, რომ საყრდენ კედელთან შეხება ჰქონდათ. 8 ოქტომბერს ბათუმში,...
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ძალაში დატოვა #67 საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მე-11 ოლქის ბათილი ბიულეტენის გადათვლასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ძალაში რჩება ყველა განკარგულება, რის გასაჩივრებასაც ​"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ითხოვდა . ენმ-ის წარმომადგენლის გიორგი ფიფიას თქმით, სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება რაც სურდა ბიძინა ივანიშვილს. ოპოზიციური პარტია გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. "ივანიშვილის ჯიბის სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც სურს ივანიშვილს. ჩვეულებრივად თეთრზე თქვა შავიაო, შავზე - თეთრიაო. "ქართულმა ოცნებამ" გააბათილა...
ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოში დღეს, 11 ოქტომბერს გლოვის დღეა. გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო უწყებებზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. მათ შორის, დროშები დაშვებულია მთავრობის ადმინისტრაციაზე, პრეზიდენტის სასახლესა და თავდაცვის სამინისტროს შენობებზე. გარდა სახელმწიფო უწყებებისა, დროშები დაეშვა დიპლომატიური მისიების შენობებზე, მათ შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შენობაზე. გლოვის დღე პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, 10 ოქტომბრის მონაცემებით, 812 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები გადათვალეს. მათივე ინფორმაციით, აქედან 360 უბანი კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილების საფუძველზე არის გადათვლილი, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. ცესკოს პრესსპიკერის განცხადებით, ამ უბნებიდან 66,7%-ში ცვლილება არ დაფიქსირდა, ხოლო 121 საარჩევნო უბანზე მონაცემები მცირედით შეიცვალა. უწყების მტკიცებით, ამ ცვლილებებს არჩევნების შედეგზე გავლენა არ მოუხდენია. ცესკოს განცხადებით: 194 უბანი — საოლქო საარჩევნო კომისიების ინიციატივით...
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ერთი სადარბაზოს მთლიანად ჩამოშლასთან დაკავშირებით ბათუმის მერია განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ბათუმის მერიას არ გაუცია ნებართვა დაშენებასთან დაკავშირებით. მათივე თქმით, აღნიშნული კორპუსი არ იყო ამორტიზებული. "ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები. მოგახსენებთ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ბათუმის მერიას არ გაუცია ნებართვა დაშენებასთან დაკავშირებით. ასევე, აღნიშნული კორპუსი არ იყო ამორტიზებული. ყველა ოჯახი...
არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს გარანტირებული უმრავლესობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, - ამის შესახებ ზუგდიდის მერობის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, მამუკა წოწერიამ განაცხადა. „ჩვენ ვეცდებით, რომ მეორე ტურის საარჩევნო კამპანიამ მშვიდად ჩაიაროს, თუმცა დღევანდელი დღეც და ჩვენი ოპონენტების მხრიდან შეთავაზებული საარჩევნო კამპანიაც აგრესიული, ცილისმწამებლური და მუქარაზე აგებულია. განსხვავებას ხედავს ჩვენი მოსახლეობა. „ნაციონალური მოძრაობის“ მოწინააღმდეგე ელექტორატი, რომელთა ხმაც სხვადასხვა პარტიებში გადანაწილდა, მათი...
ჩვენი საჩივრის საფუძველზე ზუგდიდის მე-11 მაჟორიტარულ ოლქში ბათილი ბიულეტენების გადათვლის შემდეგ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს 13 ხმა დაემატა, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს - 1, ხოლო პარტია „საქართველოსთვის“ - 2 ხმა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ კანდიდატს მხარი დაუჭირა 1193-მა ამომრჩეველმა, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა 1183 ხმა მიიღო. რაც...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ