ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ძალაში დატოვა #67 საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მე-11 ოლქის ბათილი ბიულეტენის გადათვლასთან დაკავშირებით.
შესაბამისად, ძალაში რჩება ყველა განკარგულება, რის გასაჩივრებასაც ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ითხოვდა .
ენმ-ის წარმომადგენლის გიორგი ფიფიას თქმით, სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება რაც სურდა ბიძინა ივანიშვილს.
ოპოზიციური პარტია გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
“ივანიშვილის ჯიბის სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც სურს ივანიშვილს. ჩვეულებრივად თეთრზე თქვა შავიაო, შავზე – თეთრიაო. “ქართულმა ოცნებამ” გააბათილა ეს შედეგები და ძალით კანონის უგულებელყოფით გაასწორა შედეგები და მოგება მიაწერა თავის კანდიდატს. ჩვენ გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას, გავივლით ყველა ინსტანციას”,- განაცხადა გიორგი ფიფიამ.
რამდენიმე დღის წინ ზუგდიდის საოლქომ მე-11 ოლქის ბათილი ბიულეტენები გადათვალა, რის შემდეგაც ოლქში შედეგი შეიცვალა და ენმ-ს კანდიდატის ნაცვლად გამარჯვებული “ქართული ოცნების” კანდიდატი გახდა.