“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი მასშტაბური აქცია დააანონსა.
როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, აქციის მთავარ მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება იქნება.
მელიას თქმით, აქცია თბილისში, 14 ოქტომბერს არის დაგეგმილი. ის მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ თავისუფლების მოედანზე, 18:00 საათზე მივიდნენ.
“უნდა შევიკრიბოთ ძალიან, ძალიან ბევრი თბილისში, 14 ოქტომბერს, 18:00 საათზე. იმდენი უნდა შევიკრიბოთ, როგორც არასდროს, გავლილი 10 წლის განმავლობაში არ შევკრებილვართ. მთავარი მიზეზი შეკრების რა არის – ჩვენი, ცალკე აღებული ნაციონალური მოძრაობის ვალია, რომ მიხეილ სააკაშვილი იქ არ იყოს, სადაც მისი ადგილი არ არის. ეს არის აბსოლუტურად ღია აქცია და ვეპატიჟებით ყველას იმისთვის, რომ მთელმა მსოფლიომ და საერთაშორისო საზოგადოებამ დაინახოს და გაიგოს, რომ ასე არ არის ბიძინა ივანიშვილო – ვისაც გინდა დაიჭერ, ჩასვამ და შენი ბინძურ პროპაგანდით ტვინს გამოურეცხავ. ამიტომ სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ამ თარიღს. 6 საათზე – თავისუფლების მოედანზე, 14 ოქტომბერს. უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი”, – განაცხადა ნიკა მელიამ ზუგდიდში მიმდინარე ნაციონალური მოძრაობის მდუმარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.