“ევროპული საქართველოს” და საერთო ოპოზიციის შეთანხმებულმა მაჟორიტარობის კანდიდატმა ისანში ბესიკ დონაძემ, საბურთალოს 33-ე უბნის გახსნის მოთხოვნით საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
მისი თქმით, #33 უბანზე პროცედურული დარღვევები დაფიქსირდა. დონაძის განცხადებით, აღნიშნულ უბანზე „ევროპულ საქართველოს“ ნამდვილად აქვს ხმა მიღებული, თუმცა ოქმში 0 ხმა უწერია.
„”ევროპული საქართველო” საქალაქო სასამართლოს მიმართავს სარჩელით, რომელიც საბურთალოს 33-ე უბანს ეხება, სადაც ოქმი დაუბალანსებელი და „ევროპულ საქართველოს“ უწერია 0 ხმა, მაგრამ თვლის დროს ამ უბანზე „ევროპულ საქართველოს“ ხმა აქვს აღებული ნამდვილად, ამიტომ ჩვენ მივმართავთ საქალაქო სასამართლოს და ვითხოვთ ამ უბნის გახსნას, საოლქო საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა ჩვენი სარჩელი, წესით ხვალ უნდა ჩაინიშნოს სასამართლო პროცესი რასაც დაველოდებით, 33-ე უბანზე დაფიქსირდა პროცედურული დარღვევები, ასევე უბნის გარეთ ზეწოლის და დაშინების ფაქტები, ეს დარღვევები აისახა ოქმში, რადგან ეს საჩივარი არ დაგვიკმაყოფილეს ახლა მივმართავთ საქალაქო სასამართლოს უბნის გახსნის მოთხოვნით“, – განაცხადა დონაძემ.